უმძიმესი დანაშაული კასპში, ე.წ. მირიანის დასახლებაში მოხდა. მამაკაცმა ყოფილ ცოლს ჯერ დანით მიაყენა ჭრილობა, შემდეგ სახეზე ქიმიური ნივთიერება შეასხა, მერე აალებული ბენზინი ესროლა და ცეცხლი წაუკიდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცეცხლწაკიდებული ახალგაზრდა ქალი შველას ითხოვდა. მისი დახმარება მეზობელმა სცადა, მან ცეცხლი ჩააქრო, უმძიმესი დამწვრობით დაშავებული ქალი სასწრაფოს ბრიგადამ თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. თათია ლომინაძე ახლა სიკვდილს ებრძვის.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ზურაბ ბურდული მეუღლეს 4 წლის წინ დაშორდა და წყვილს ჰყავდათ საერთო შვილი, 8 წლის გოგონა. დაშორების მიუხედავად ყოფილი ქმარი ზურაბ ბურდული ხშირად მიდიოდა გოგოს სახლში და აწიოკებდა ოჯახს. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.