თამთა შედანიამ მესამე შვილი მონათლა - კადრები პატარა მიხეილ რატიანის ნათლობიდან (ვიდეო) - მშობლები

თამთა შედანიამ მესამე შვილი მონათლა - კადრები პატარა მიხეილ რატიანის ნათლობიდან (ვიდეო)

2025-09-27 12:06:01+04:00

ცნობილი ქართველი მოდელი, ყოფილი "მის საქართველო" თამთა შედანია, რომელიც ამჟამად საკუთარ სამოდელო სტუდიას ხელმძღვანელობს, ივლისის ბოლოს მესამე შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, დიზაინერ რატი რატიანს მეორე საერთო შვილი შეეძინათ. ორივეს ჰყავს ქალიშვილები პირველი ქორწინებიდან და ორივესთვის პირველი ვაჟი გაჩნდა, რომელსაც მიხეილი (მიშკა) დაარქვეს.

"31 ივლისს ჩვენს ოჯახში დაიბადა მიხეილ რატიანი. კიდევ ერთი სიყვარულით სავსე სული — ჩვენი პატარა მიხეილი. მადლობა უფალს ამ უდიდესი სასწაულისთვის. გულით მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს თბილი მილოცვებისა და სიყვარულისთვის", - წერდა მაშინ თამთა.
ახლა კი პატარა მიხეილი მოინათლა.
tamta2-1758961109.png
554490778-18529431274010446-8231142369829361226-n-1758961165..jpg
წვეულებას წყვილის მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
tamta1-1758961109.png

თამთა და მისი მეუღლე დიზაინერი რატი რატიანი დიდი ხანია ერთად არიან, თუმცა ჯვრისწერა 2022 წელს გადაწყვიტეს. ჯვრისწერას ესწრებოდნენ თამთას ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან მია და რატის ქალიშვილი ასევე წინა ურთიერთობიდან.

309615392-10220953756544151-6242915763334234825-n-1753989321.jpg

310040730-10220953745223868-935679080284295768-n-1737114598.jpg