უკრაინელი გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაულის მიზეზი გაამხილა - რას აცხადებს დეკარლოს ბრაუნი საზარელი თავდასხმის შესახებ - მშობლები

უკრაინელი გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაულის მიზეზი გაამხილა - რას აცხადებს დეკარლოს ბრაუნი საზარელი თავდასხმის შესახებ

2025-09-27 20:25:05+04:00

მკვლელობაში ბრალდებულმა დეკარლოს ბრაუნ უმცროსმა ოჯახს განუცხადა, რომ უკრაინელი ლტოლვილი ირინა ზარუცკაია ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ შარლოტში, მატარებლით მგზავრობისას დანით იმიტომ მოკლა, რომ “გოგონა მის აზრებს კითხულობდა“.

ამის შესახებ ბრალდებულმა მის დას ტრეისი ბრაუნს უთხრა, რომელმაც დეკარლოსი ციხეში მოინახულა.

ბრალდებულის დის განცხადებით, დეკარლოსი პარანოიდული შიზოფრენიკია და მისი ძმა ამტკიცებს, რომ მთავრობამ ჩიპი ჩაუნერგა, რომლის მეშვეობითაც მის ქცევას აკონტროლებენ.

ამასთან, ტრეისის თქმით, საკუთარი ძმა მას 2022 წელს დაესხა თავს. უთანხმოების დროს უკბინა და სახლის კარი ჩაამსხვრია.

„უბრალოდ ვცდილობ ამის გააზრებას. რატომ უნდა გაეკეთებინა ეს? ის თავის თავს არ ჰგავდა,“ - თქვა ბრალდებულის დამ ვიდეოს ნახვის შემდეგ.

განაგრძეთ კითხვა