"დედიკოს გოგოები..." - თათული ედიშერაშვილი ქალიშვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - მშობლები

"დედიკოს გოგოები..." - თათული ედიშერაშვილი ქალიშვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

2025-09-27 23:34:37+04:00

მსახიობი და ტელეწამყვანი თათული ედიშერაშვილი ქალიშვილებთან ერთად მოგზაურობის ამსახველ კადრებს აქვეყნებს.

556466402-24481876581475239-4923967216554674560-n-1759002244.jpg555470812-24481876834808547-5007676036116996472-n-1759002244.jpg555725634-24481877678141796-8545524293137099679-n-1759002244.jpg505353363-9838792456210227-2910427269299528233-n-1759002244.jpg

თათული ედიშერაშვილს მეუღლე და ორი ქალიშვილი ჰყავს. ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი შვილებიც უყურებენ "შუა ქალაქს" მისი მონაწილეობით და ძალიან ეცინებათ.

"ძალიან იცინიან. ეკრანზე არა მხოლოდ მე, თავიანთ ნათლიებს (თამუნა ნიკოლაძე და კახა ჯოხაძე) და ჩემს მეგობრებსაც ხედავენ. მათთვის ძალიან ახლობელ ადამიანებს უყურებენ და ზოგჯერ ვერ ხვდებიან, მე და თამუნა როგორ პერსონაჟებს ვთამაშობთ, რატომ ვყვირით? ზოგჯერ მეკითხებიან, ასე რატომ გაცვიათო? ეს სხვა თაობაა. 16 წელი ცოტა დრო არ არის. ქუჩაში დღესაც მაჩერებენ 5-6 წლის ბავშვები და ბედნიერები არიან. ჩემი შვილები ამ ასაკში არ უყურებდნენ, შედარებით გვიან დაიწყეს. ყური მოჰკრეს სკოლაში, კლასში სერიალზე ლაპარაკობდნენ და დაინტერესდნენ".

tatuli-1759002245.jpg84502198-2679062932183251-6586736977284956160-n-1759002244.jpg