ლელა წურწუმიას ქალიშვილი დედასთან ერთად ამღერდა (ვიდეო) - მშობლები

ლელა წურწუმიას ქალიშვილი დედასთან ერთად ამღერდა (ვიდეო)

2025-09-28 12:29:15+04:00

ლელა წურწუმია და მამულიჩა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებენ, თუ როგორ ამღერდა დედის კონცერტზე მასთან ერთად, მაყურებლებში მდგარი მარიკო. ვიდეო ემოციური გამოვიდა, სიმღერის ტექსტიდან გამომდინარეც და უამრავი მოწონება დაიმსახურა.

მარიკოს, მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავურ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, საჯარო ცხოვრება არ ხიბლავს. იშვიათად ჩნდება ღონისძიებებზე და ინტერვიუებითაც არ ანებივრებს ჟურნალისტებს. მას თავისი ცხოვრება აქვს, საკუთარი გატაცებები და საკმაოდ შორს არის შოუბიზნესისგან.პროფესიით მხატვარია - სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა და ერთხელ ლელამ აღიარა, რომ თავიდან მარიკომ მისი თხოვნით ჩააბარა მისთვის სასურველ ფაკულტეტზე, სადაც ერთი წელი ისწავლა, მერე კი სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სწავლა.

lel-1759048346.jpg

lela-1759048212.png552599047-1319786572848375-6980184919794148170-n-1758562284.jpg