ტელეწამყვანი ლულუ კახიანი ქალიშვილის შესახებ წერს, რომლის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ თავის დროზე საზოგადოება შეძრა:
"ტიკტოკზე რაღაც ტრენდია, სამშობიაროდან დედა რომგამოდის და, როცა ყველა პატარასთან შეხვედრას ელოდება, ის უფროს შვილს ეხუტება და კოცნის. ეს უფროსი შეიძლება 5 წლის იყოს ან სულაც ორის, მნიშვნელობა არ აქვს.
ნინი რომ დაიბადა, ლენო 4,5 წლის იყო, მე კი რატომღაც ძალიან დიდი მეგონა და,ალბათ, როგორც დიდს, ისე ვექცეოდი და ვთხოვდი ხოლმე რაღაცებს. არადა რა პატარა იყო, ალბათ როგორ განიცდიდა თავის პატარა გულში და ფიქრობდა,ისე აღარ ვუყვარვარ დედასო.
ლენო,მაპატიე, ყოველთვის მიყვარხარ!
მაპატიე, თუ გული ოდესმე გატკინე.
პატარა რომ გეყოლებათ, ჩაეხუტეთ უფროს შვილიკოებს, რომ იგრძნონ, რომ ისევ ისეთი მნიშვნელოვანნი არიან, ისევ ისე უყვართ და ისევ ისე ყურადღების ცენტრში არიან და, რაც მთავარია, ისევ ავსებენ დედის გულს.
ოხ, რამდენ რამეს შევცვლიდი, წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს...
ყველა ჩემ შეცდომაზე მეტირება და დანაშაულის გრძნობა მაქვს.
ლენო, მენატრები..."