"ხათუნა ჩემთვის სამაგალითოა... ჩემი მეორე დედაა... ისეთი ბებიაა და ჩემი შვილი ისე უყვარს, ეს არის ჩემთვის მთავარი..." - თიკა ჯამბურია ყოფილი დედამთილის შესახებ - მშობლები

"ხათუნა ჩემთვის სამაგალითოა... ჩემი მეორე დედაა... ისეთი ბებიაა და ჩემი შვილი ისე უყვარს, ეს არის ჩემთვის მთავარი..." - თიკა ჯამბურია ყოფილი დედამთილის შესახებ

2025-09-28 19:28:11+04:00

მომღერალი თიკა ჯამბურია გადაცემაში "კულინარიული დუელი" ყოფილი დედამთილის, ხათუნა ხოფერიას შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მასთან კვლავ ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს:

"მე ფეთქებადი ვარ, ხათუნა უფრო თავშეკავებულია. სულ მეუბნება: "გაატარე", მაგრამ არ შემიძლია. აუცილებლად პასუხი უნდა გავცე. თავად თუ ბედავს, მეც შემიძლია, ყველას სათანადო პასუხი გავცე. ამაში მე და ხათუნა ერთმანეთს არ ვგავართ.

ხშირად ბულერი ხალხი ცდილობს, ხათუნას გამო რაღაცაზე ცუდად მიპასუხოს. რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრების განმავლობაში, რა გზაზეც არ უნდა წავიდეს ხათუნა და რა გზაზეც არ უნდა წავიდე მე, ვერასოდეს "გადავახტები" ჩვენს პატივისცემას, ჩვენს ურთიერთობასა და სიყვარულს. ხათუნა არის ისეთი ბებია და ჩემი შვილი ისე უყვარს, ეს არის ჩემთვის მთავარი. ჩვენი სიყვარულის ამომავალი წერტილი ეს არის. ხათუნას, როგორც ქალს, ძალიან ვაფასებ. უძლიერესი ქალია. ჩემთვის, სამაგალითოა. შეიძლება ითქვას, რომ დედასავით მიყვარს. ჩემი მეორე დედაა. დღე არ გადის, რომ ერთმანეთთან კონტაქტი არ გვქონდეს." - ამბობს თიკა ჯამბურია.

ამავე გადაცემაში მომღერალი ნეგატიური კომენტარების ავტორებსაც ეხმაურება:

"არ მიყვარს, როდესაც ადამიანებს დაუმსახურებლად ექცევიან. მხოლოდ ჩემს თავზე არ ვსაუბრობ. სხვა ადამიანსაც რომ დაუმსახურებლად ექცევიან, შემიძლია, გამოვესარჩლო და დავიცვა. ცოტახნის წინ ლადო ბურდულის ძალიან კარგი ინტერვიუ ვნახე. ის ამბობს: "ადამიანებზე, რომლებიც შეურაცხყოფას მაყენებენ ან ჩემზე ცუდად ლაპარაკობენ, ძალიან ვბრაზდებოდი. თუმცა, შემდეგ რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ისინი ჩემზე ნაკლებად განათლებულები არიან. ჩემზე ნაკლებად წარმატებულები არიან. არაფერი გაუკეთებიათ იმაზე მეტი, რაც მე მაქვს გაკეთებული და აღარ ვბრაზდები." მეც აღარ ვბრაზდები... მივხვდი, რომ ძალიან კარგი გოგო ვარ. ძალიან ბევრი რამ მაქვს გაკეთებული და კიდევ ბევრს გავაკეთებ. ამიტომ, იმ ადამიანებს, რომლებსაც მე არ მოვწონვარ, დაე, არ მოვწონდე. მთავარია, იმ ადამიანებს ვუყვარვარ, ვინც მე მიყვარს." - ამბობს თიკა ჯამბურია.