როგორც ცნობილია, დიზაინერ თეონა თავართქილაძისა და ფეხბურთელ რეზი არველაძის ოჯახი მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის ოჯახს დაუნათესავდა - ნანას ქალიშვილი, სერიალ "ჩცდ"-ს მსახიობი, 39 წლის ქეთი წიქვაძე, რეზი არველაძის ვაჟს, 31 წლის ნიკა არველაძეს გაჰყვა ცოლად.
დღეს კი ქეთი და ნიკა ვაჟის მშობლები გახდნენ, რომელსაც რეზი დაარქვეს.
ქეთი 22 წლის იყო, როცა პირველად დაოჯახდა, თუმცა წლების შემდეგ ოჯახი დაენგრა. იმ ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს - ილია და გიორგი.
ქეთი გიგა ლორთქიფანიძის დიდი ოჯახის წევრია.
საღამოს პატარა არველაძის დაბადება ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ერთად, მხიარულად აღნიშნეს.