მილიონერ თოშა ქებურიას მეუღლის მილოცვა პირველ შვილს - "ვინც მიცნობს, ყველამ იცის, როგორ მინდოდა პირველი შვილი გოგო..." - მშობლები

მილიონერ თოშა ქებურიას მეუღლის მილოცვა პირველ შვილს - "ვინც მიცნობს, ყველამ იცის, როგორ მინდოდა პირველი შვილი გოგო..."

2025-09-29 08:39:55+04:00

მოდელი და ინფლუენსერი, სამი შვილის დედა და ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, მილიონერ თოშა ქებურიას ცოლი ქეთი ჟღენტი უფროს შვილს სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს:

"ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი დღეა, რომელიც მოიაზრება როგორც “საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში”, თუმცა 27 სექტემბერი არის დღე, როდესაც ყველაფერი ამოყირავდა, რადგან ამ დღეს დაიბადა ჩემი ოცნების ადამიანი და პირველად გავხდი დედა. ვინც მიცნობს ,ყველამ იცის როგორც მინდოდა პირველი შვილი გოგო. წარმოდგენაშიც არ მქონდა, ამ დონემდე თუ შეიძლებოდა ვინმეს სიყვარული, რაც კატერინას მიმართ მაქვს (ყველა შვილი ერთნაირად მიყვარს, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ შვილთან რაღაც სხვა ემოციებია).

აღარც მახსოვს, როგორი იყო ცხოვრება კატერინამდე, იმდენად დიდი ხანია ერთად ვიზრდებით. სულ ორი რაღაც არის, რაც მინდა ცხოვრებაში ვუსურვო, რომ იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი, რადგან დანარჩენი ყველაფერი სულ ერთია".

keti155-1759121829.jpg

keti16-1759121830.jpgketi1-1759121830.jpgketi15-1759121830.jpgketi12-1759121830.jpg

თოშა და ქეთი წლებია, ერთად არიან და ცნობილი მეუღლე ხშირად გამოხატავს სიყვარულს საჯაროდ. ბოლოს ქეთის "ოქროს დაბადების დღის" შესახებ წერდა მედია. წყვილი სამ შვილს ზრდის ერთად და ქეთი შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებს.

53510693-577101982778661-3454112162295840768-n-1759121774.jpg

very-cute-weekend-getaway-1759121774.jpgvery-cute-weekend-getaway-1-1759121774.jpg247019185-0-34-1000-1034-1920x0-80-0-0-527def5223aba6bc4c04ecb5a55f0591-1759121774.jpg