58 წლის ნიკოლ კიდმანმა სოციალურ ქსელში იშვიათი ფოტოები გამოაქვეყნა თავის უმცროს ქალიშვილთან, 14 წლის ფეით მარგარეტთან ერთად. ერთ ფოტოზე ფეითი კედელთანაა გამოსახული, კაშკაშა წითელი საღამოს კაბით და აწეული თმით. მეორეზე კი დედასთან ერთად პოზირებს, რომელიც მის უკან დგას.
ნიკოლ კიდმანს მეუღლესთან, მუსიკოს კიტ ურბანთან ქორწინებაში, ორი ბიოლოგიური ქალიშვილი ჰყავს. უფროსი, 17 წლის სანდეი როუზი, მოდელობაში ცდის ძალებს. მას ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ სავარაუდოდ, კონტრაქტებს მხოლოდ ცნობილი მშობლების წყალობით იღებს.
ფეითს აშკარად მეტი პოტენციალი აქვს, დამოუკიდებლად მიაღწიოს წარმატებას სამოდელო სფეროში. მის ფოტოებს საზოგადოებაც აღფრთოვანებით შეხვდა.
კიდმანს ასევე ჰყავს ორი ნაშვილები ქალ-ვაჟი ტომ კრუზთან ქორწინებაში, მაგრამ ისინი მსახიობთან არ ურთიერთობენ - მიზეზი საიენტოლოგიური სექტაა, რომლის მიმდევარიც კრუზი და მისი შვილები არიან და რომლის გამოც მან მეორე ოჯახიც დაკარგა, არც ბიოლოგიურ შვილთან კონტაქტობს.