თუ გსურთ, გახდეთ წიგნის მაღაზიის მფლობელი და თქვენი წვლილი შეიტანოთ კითხვის პოპულარიზაციაში, „ბიბლუსი“ თავისი ბრენდის ქვეშ ფრენშაიზის გახსნის უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ.
2022 წელს კომპანიამ დანერგა ფრენშაიზის ბიზნეს მოდელი, რითაც ფიზიკურ პირებს, მცირე და საშუალო კომპანიებს მისცა შესაძლებლობა, წარმატებული ბიზნესსაქმიანობა დაიწყონ. ფრენშაიზ მაღაზიის გახსნის მსურველებს „ბიბლუსი“ სთავაზობს სრულ მხარდაჭერას, რაც მოიცავს როგორც ბაზრის კვლევას, ისე მენეჯმენტსა და ლოგისტიკას.
„ბიბლუსი“ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 77 საკუთარი მაღაზიითა და 9 ფრენშაიზით არის წარმოდგენილი. კომპანია ორივე მიმართულებით აგრძელებს გაფართოებას როგორც თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე სხვა დიდ ქალაქებსა და მათ შემოგარენში.
როგორც „ბიბლუსის“ ფრენშაიზის განვითარების მენეჯერი ნონა საღირაშვილი განმარტავს, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, გაფართოვდეს ისეთ რეგიონებში, სადაც ამ ეტაპისთვის ნაკლებად არის წარმოდგენილი, მათ შორის განიხილავს მაღალმთიან რაიონებსაც. მისივე თქმით, „ბიბლუსი“ ყველა შეთავაზებას ინდივიდუალურად მიუდგება და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში პარტნიორს თავად შეუწყობს ხელს, წარმატებული ბიზნეს საქმიანობა დაიწყოს.
კომპანიის წარმომადგენელი ასახელებს ლოკაციებსაც თბილისისა და რეგიონების მასშტაბით, სადაც ფრენშაიზის გახსნით არის დაინტერესებული:
„ჩვენი ფილიალები ძირითადად მთელი ქვეყნის მასშტაბით არის წარმოდგენილი. ხელმისაწვდომები ვართ სკოლების, სავაჭრო ობიექტებისა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მოსახლეობისთვის კომფორტულია, როცა საკანცელარიო პროდუქციისა და წიგნების შეძენა მათთვის მოსახერხებელ ადგილებშია შესაძლებელი.
თავდაპირველად დავიწყებ თბილისის უბნებით, სადაც საერთოდ არ ვართ ან ნაკლებად ვართ წარმოდგენილები, თუმცა გაფართოების ინტერესი გვაქვს:
ასევე კონკრეტული შემოთავაზების შესაბამისად განვიხილავთ სხვა ადგილებსაც, მაგალითად, მეტროს მიმდებარედ და სხვა თავშეყრის ადგილებში, სადაც შეიძლება ჩვენი მომდევნო ფრენშაიზი წარმატებული იყოს“, - აღნიშნა ნონა საღირაშვილმა.
რაც შეეხება რეგიონებს, „ბიბლუსის“ ფრენშაიზის განვითარების მენეჯერი შემდეგ ტერიტორიებს ასახელებს:
„ვფიქრობთ, რომ ამ ტერიტორიებზე ობიექტი წარმატებული იქნება, რადგან არც მოსახლეობის რაოდენობაა მცირე და მაგალითად, მესტიასა და სიღნაღში ტურისტებიც იყრიან თავს, ჩვენ კი ინგლისურენოვანი წიგნების მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს. რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომს გავხდით წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მრავალფეროვან არჩევანს“, - განმარტა „ბიბლუსის“ წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ფრენშაიზის მფლობელი მაქსიმალურად იქნება ჩართული პროდუქციის შერჩევაში. წესისამებრ, ფილიალში პროდუქციის 50%-ს წიგნები უნდა შეადგენდეს, დანარჩენი კი ადგილზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად იქნება წარმოდგენილი.
„მაქსიმალურად ვართ ჩართულები მაღაზიის მოწყობაშიც: თავდაპირველად, მერჩენდაიზერები უკეთებენ მაღაზიის განლაგების გეგმას, შემდეგ იწყება თაროების მოწყობა და პროდუქციის შერჩევა. ობიექტში წარმოდგენილი ასორტიმენტის 50% უნდა იყოს წიგნები, დანარჩენი კი უბანსა თუ რეგიონში არსებული მოთხოვნისა და პარტნიორის სურვილის შესაბამისად შეგვაქვს. ფრენშაიზ ფილიალებში პროდუქცია, მისი განლაგება, ფასდაკლებები და შეთავაზებები იგივეა, როგორც „ბიბლუსის“ მაღაზიებში. ასევე, მომხმარებელი სარგებლობს ჩვენი დაგროვებითი ბარათითაც“, - განმარტა ფრენშაიზის განვითარების მენეჯერმა ნონა საღირაშვილმა.
ფრენშაიზის გახსნით დაინტერესების შემთხვევაში მიჰყევით ბმულს მიმართეთ კომპანიის წარმომადგენლობას, რომელიც დეტალურად განგიმარტავთ პირობებსა და ფილიალის მართვის სპეციფიკას.
R