„პალიტრა L-ის“ აქცია „გადაიხადე რამდენიც გინდა“ გრძელდება საპროტესტო აქციებში მონაწილე პატიმარ არჩილ მუსელიანცის დასახმარებლად. როგორც გამომცემლობაში აღნიშნავენ, ამ აქციისთვის წიგნის სპეციალური ტირაჟი დაიბეჭდა და პირველივე დღეს უპრეცედენტო რაოდენობის ეგზემპლარი გაიყიდა. მაღალი დაინტერესება დღემდე გრძელდება და ტირაჟის დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია. თუმცა ჯერ კიდევ გაქვთ შესაძლებლობა, შეიძინოთ ფრანც კაფკას „პროცესი“ და გადახდილი თანხით არჩილ მუსელიანცს დაეხმაროთ.
გიზიარებთ პროექტის მონაწილეების გამოხმაურებას:
„ახლა შევიძინე გორის „ბიბლუსის" ფილიალში. მე, მხოლოდ და მხოლოდ, 10 ლარის გადახდა შევძელი. სხვებმაც მიიღეთ მონაწილეობა ამ სასიკეთო საქმეში, ძალიან გთხოვთ. მადლობა გამომცემლობა პალიტრა L-ს“ სწორი პოზიციისათვის! თავისუფლება ყველა რეჟიმის ტყვეს! თავისუფლება არჩილ მუსელიანცს!“
„მადლობა „პალიტრა L-ს“ სანიმუშო აქციისთვის“
„პალიტრა L-ს“ მადლობა სწორი და ქვეყნისთვის სასარგებლო პოზიციისთვის“
„თავისუფლება არჩილს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! მადლობა ამ წამოწყებისთვის“
აქციაში მონაწილეობა მარტივია:
„გადაიხადე რამდენიც გინდა“ „პალიტრა L-ის“ გამორჩეული პროექტია, რომლითაც გამომცემლობა საზოგადოებისთვის აქტუალურ პრობლემებს ეხმაურება. ამჯერად აქცია სლოგანით „განათლება თავისუფლებისთვის“ არჩილ მუსელიანცის სოლიდარობის ნიშნად დაიწყო და დღემდე გრძელდება. შეიძინეთ ფრანც კაფკას „პროცესი“, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე დაგაფიქრებთ, გადაიხადეთ, რამდენიც გინდათ და დაეხმარეთ საპროტესტო აქციებში მონაწილე არჩილს, რომელიც სტუდენტი პატიმრობის პერიოდში გახდა.
R