მომღერალი ნინო ჩხეიძე გადაცემაში "დღის პოსტი" პირადი ცხოვრების შესახებ მოკლედ საუბრობს და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:
"პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს. ყველა თავისებურად იგებს. მე და გიორგი 25 წელია, ცოლ-ქმარი ვართ. ისე გამოვიდა, რომ ჩემი ყველა წარმატების დასაწყისში, ჩემი ცხოვრების ყველა საკვანძო მომენტში გიორგი ყოველთვის საყრდენი ძალა იყო. თუნდაც, სიმღერას რომ ვიწყებდი, ძალიან ბევრი კრიტიკა იყო და ის ყოველთვის გვერდში მედგა და გვერდში მიდგას დღემდე. ასე ამაზე საუბარი -"გაშორდი? არ გაშორდი?" - არ მინდა. მაგრამ, გიორგი დღემდე ჩემს ცხოვრებაში ძალიან ძვირფასი ადამიანია. ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და ყველაფერი კარგადაა." - ამბობს ნინო ჩხეიძე.