ჯენიფერ ლოპესმა ბენ აფლეკთან განშორების შემდეგ პირველად ისაუბრა ამ განქორწინებაზე. წყვილი ჯერ კიდევ გასულ წელს დაშორდა ერთმანეთს, თუმცა ოფიციალურად მხოლოდ წლის დასაწყისში გააფორმეს განქორწინება.
„ეს არის საუკეთესო რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა, რადგან შევძელი შეცვლა. საბოლოოდ, განშორება დამეხმარა, უფრო ღრმად გამეცნო საკუთარი თავი. ახლა უკვე სულ სხვა ადამიანი ვარ, ვიდრე ერთი ნახევარი წლის წინ ვიყავი. ამ ზაფხულს ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი მქონდა და წარმოუდგენლად ხალისიანი ვიყავი. ახლა უფრო მეტად შემიძლია დავტკბე ცხოვრებით და ბედნიერება ვიგრძნო,“ — თქვა 56 წლის ლოპესმა CBS News Sunday Morning-თან საუბარში.
მან ასევე აღიარა, რომ წლის დასაწყისი მისთვის ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფილმში იღებდნენ, სადაც ბენი აღმასრულებელი პროდიუსერი იყო: „ეს ნამდვილად ძალიან რთული დრო იყო. ძნელი იყო არაფერზე ფიქრი, მაგრამ ეს ერთდროულად საუკეთესო და ყველაზე ცუდი დღეებიც გახლდათ. გადასაღებ მოედანზე თავს ნამდვილ ბედნიერად ვგრძნობდი. ხოლო სახლში ყველაფერი სხვაგვარად იყო. საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „როგორ უნდა მივიღო ეს?“ მაგრამ საბოლოოდ მაინც გავუმკლავდი“.
თავად 53 წლის ბენ აფლეკი თითქმის არაფერს ამბობს ჯენიფერ ლოპესთან განშორების შესახებ. ერთ-ერთ ინტერვიუში მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ არ არსებობდა რაიმე კონკრეტული მიზეზი, უბრალოდ ისინი ერთმანეთს შეხედულებებით ვერ დაემთხვნენ.
ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ერთმანეთი 2001 წელს გაიცნეს და მალევე დაიწყეს ურთიერთობა. მოგვიანებით დაინიშნენ, თუმცა ქორწილამდე საქმე არ მისულა. 20 წლის შემდეგ ისინი კვლავ შერიგდნენ. 2022 წლის ზაფხულში ბენმა და ჯენიფერმა იქორწინეს, მაგრამ მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. გასული წლის აგვისტოს ბოლოს ლოპესმა განქორწინებაზე შეიტანა განცხადება.
სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილი ოფიციალურად განქორწინდა. განშორების შემდეგ ლოპესი უფრო ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებაში გულახდილ სამოსში, რის გამოც ბევრს ეგონა, რომ იგი ასე ყოფილი ქმრის გასაღიზიანებლად იქცეოდა. აფლეკი ამ დროს კვლავ დაუახლოვდა ჯენიფერ გარნერს. ლოპესმა კი, აფლეკთან დაშორების შემდეგ, ყურადღება ახალგაზრდა მამაკაცებზე გადაიტანა — მას რომანსაც კი მიაწერდნენ საკუთარ დაცვასთან. ამჟამად მისი პირადი ცხოვრების შესახებ სიახლეები არ არის ცნობილი.