სახელის და გვარის შეცვლა ნებისმიერი ასაკის პირისთვის შესაძლებელია, მათ შორის ბავშვებისთვისაც.ზოგჯერ შვილებს მშობლების მიერ შერჩეული სახელი არ მოსწონთ და სახელის გადარქმევა სურთ. ან შესაძლოა, გვარის გადაკეთება უნდოდეთ. საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში რეგისტრირებულ პირებს უფლება აქვთ, სურვილის შემთხვევაში სახელი ან/და გვარი შეიცვალონ.
სახელის ან/და გვარის შეცვლის შემდეგ პირს მონაცემი (სახელი ან/და გვარი) ეცვლება, ხოლო დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან მისთვის მინიჭებული პირადი ნომერი უცვლელი რჩება. სახელი ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის მოთხოვნით შეიძლება, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის ფილიალს მიმართოთ ან დისტანციური მომსახურებით ისარგებლოთ.
10 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, განცხადება მშობლებმა უნდა წარადგინონ. 10 წლიდან 16 წლამდე მოზარდების შემთხვევაში, მშობლისა და კანონიერი წარმომადგენლის განცხადებასთან ერთად, ბავშვის თანხმობის წარდგენაცაა აუცილებელი. 16 წლიდან კი პირებს დამოუკიდებლად შეუძლიათ, სახლის ან/და გვარის შეცვლის თაობაზე შეიტანონ განცხადება, თუმცა ამ შემთხვევაშიც მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა დასჭირდებათ.18 წლიდან პირებს დამოუკიდებლად შეუძლიათ, ამ გადაწყვეტილების მიღება.
ქვემოთ პროცედურების შესახებ უფრო დეტალურად მოგიყვებით.
სახელის შეცვლა დაინტერესებული პირის სურვილისამებრ შეიძლება:
სრულწლოვან პირს უფლება აქვს, გვარი შეიცვალოს მხოლოდ ერთხელ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
თუ ეს პირი დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ.
ა) სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ 16 წელს მიღწეული პირის განცხადება სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისთვის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ან საკონსულო დაწესებულებისთვის დაინტერესებულ პირს უშუალოდ არ წარუდგენია;
ბ) განხორციელდა დაინტერესებული პირის დეპორტაცია ან რეადმისია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან 5 წელი არ გასულა;
გ) დაინტერესებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ, ამ გარემოების აღმოფხვრამდე.
სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვს:
ა) 16 წელს მიღწეულ პირს პირადად, ორივე მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. ორივე მშობლის თანხმობა საჭირო არ არის, თუ 16 წელს მიღწეული პირის მეორე მშობელი გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ასევე, როცა მეორე მშობელს სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება ან სასამართლოს მიერ მიჩნეულია მხარდაჭერის მიმღებად.
ბ) 16 წლამდე პირის შემთხვევაში მის ერთ-ერთ მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს, მეორე მშობლის და 10 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანის თანხმობით. მშობლის თანხმობა საჭირო არ არის, თუ 16 წელს მიუღწეული პირის მეორე მშობელი გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ასევე, როცა მეორე მშობელს სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება ან სასამართლოს მიერ მიჩნეულია მხარდაჭერის მიმღებად.
შენიშვნა:16 წელს მიღწეული პირის მიერ პირადად მიმართვის და პირადად გამოცხადების ვალდებულებები არ ვრცელდება იმ პირზე, რომელსაც არ შეუძლია გადაადგილება მძიმე ავადმყოფობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით. ამ შემთხვევაში განცხადება შესაძლებელია წარედგინოს სააგენტოს უფლებამოსილ პირს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ან წარმომადგენლის მეშვეობით.
იმ შემთხვევაში, თუ სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია ხორციელდება მინდობილი პირის დახმარებით, დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტებია:
შენიშვნა:გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ განცხადების განხილვის დროს საჭიროა ზეპირი მოსმენის ჩატარება. განცხადება განუხილველად იქნება დატოვებული, თუ, შეტყობინების მიღების მიუხედავად, დაინტერესებული პირი არ გამოცხადდება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში ზეპირ მოსმენაში მონაწილეობისათვის.
შეცვლილი დოკუმენტი 60 კალენდარულ დღეში გაიცემა და მისი ღირებულება 75 ლარია.
ინფორმაციას ვრცლად შეგიძლიათ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე გაეცნოთ.