ტრაგედიას, რომელიც სვანეთის გზაზე, მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერთან დატრიალდა, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. ადგილობრივთა თქმით, მანქანა ხრამში გადაიჩეხა და ენგურში გადავარდა. ჯერ მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს, ქალი კი დღეს იპოვეს ენგურში.
გარდაცვლილები არიან მზეო უმფრიანი და ლევან ასათიანი. ცოლ-ქმარს ოთხი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
სოციალურ ქსელში გარდაცვლილების ახლობლები წერენ, თუ როგორი სამაგალითო და წესიერი ადამიანები იყვნენ:
"მესტიაში გლოვაა...", "უკეთილშობილესი ადამიანები იყვნენ, უწესიერესი ბიჭი და ძალიან სათნო გოგო... ოთხი ბავშვი დაობლდა..." "საზარელი ტრაგედიაა, განადგურებული ვარ"....