ქეთა თოფურიას დედა იუბილარია - როგორ ულოცავს ერთადერთი ქალიშვილი, რას ფიქრობს ნატალია თოფურია შვილის წარმატებაზე და როგორ აფასებს მას, როგორც დედას? - მშობლები

ქეთა თოფურიას დედა იუბილარია - როგორ ულოცავს ერთადერთი ქალიშვილი, რას ფიქრობს ნატალია თოფურია შვილის წარმატებაზე და როგორ აფასებს მას, როგორც დედას?

2025-09-30 21:00:56+04:00

რუსული ესტრადის ვარსკვლავის ქეთა თოფურიას დედა, ნატალია ბუცხრიკიძე-თოფურია იუბილარია. ამ დღესთან დაკავშირებით, ქეთა დედის ფოტოს აქვეყნებს სამ შვილიშვილთან ერთად.

image-1-1759252445.png

ცნობილია, რომ დედა-შვილს განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობა აქვს. ქეთას მამა, როგორც ცნობილია, ე.წ. კანონიერი ქურდი იყო და ძირითადად, პატიმრობაში იმყოფებოდა. დედა ქეთას მარტო ზრდიდა და როდესაც მისი კარიერა რუსეთში განვითარდა, იქაც გაჰყვა და სულ მის გვერდით არის. შვილების გაზრდაშიც ეხმარება და ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ესწრება.

323046-1759252598.jpg

255617f93cd3385698a95cf826ba8636-1759252598.jpg

qetadedastan4-47526-1759252598.jpgsnapinsta-1735112309-1759252598.app_468810845_18470276080018134_8966628513326373822_n_1179.jpg

keta-deda.jpgketa-1750193770.pngketa-1738651575.png

რამდენიმე წლის წინ ქეთას დედამ გულახდილად ისაუბრა მის წარმატებაზე, კრიტიკაზე, დედობაზე... რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ ამ ინტერვიუდან:

- მე არასდროს მიცდია, შვილის მეგობარი ვყოფილიყავი, ყოველთვის ვცდილობდი, პირველ რიგში, დედა ვყოფილიყავი. მეგობარმა შეიძლება არ მოგცეს შენიშვნა. დედა კი სულ სხვა თვალით უყურებს შვილს, აკონტროლებს მის ნაბიჯებს. მეგობარი რაღაც გაუგებრობის გამო შეიძლება დაკარგო, დედას ვერ დაკარგავ. მე ბოლომდე დედა დავრჩი, ასე მირჩევნია. ქეთაც მეტ ანგარიშს მიწევს.

– ქართველ არტისტებს აკრიტიკებენ, როცა ისინი ოკუპანტი ქვეყნის სცენებზე გამოდიან. არც ქეთას დაჰკლებია გაკიცხვა. როგორ რეაგირებს ამაზე?

- გულიც გვტკივა, მაგრამ შევეჩვიეთ. ქეთა არავისზე ნაკლები ქართველი არ არის, არავისზე ნაკლებად არ უყვარს თავისი სამშობლო.ძალიან განიცდის, თუ საქართველოში რამე ცუდი ხდება.ქეთამ არ არსებობს, ქართული სიმღერა არ იმღეროს კონცერტზე.

– ვიცით, რომ ბევრ ქართველ მომღერალს მოსკოვში დახმარების ხელი გაუწოდეთ.

- ჩემი ოჯახის სახლის კარი ყოველთვის ღია იყო ადამიანებისთვის. ასევე იყო ჩემი მეუღლის ოჯახი. ანდრო რა საქმიანობას ეწეოდა, ეს სხვა თემაა, მაგრამ მეგობრების დასახმარებლად ყოველთვის მზად იყო.

263862328-432485705011830-4176243182805886299-n-47444-1759252598.jpg

ქეთაც ასე გაიზარდა. მერე რა, რომ დღეს შენ კარგად ხარ, შეიძლება ხვალ გაგიჭირდეს, ამიტომ ხელი უნდა გაუწოდო. მოხარული ვარ, თუ მცირეოდენით მაინც დავეხმარეთ მათ, ვისაც ეს სჭირდებოდა.

– უდარდელი მომღერალი გოგონა როგორ დედად იქცა?

- გიჟი დედაა. ყოველთვის ჰყავდა ძიძა, მაგრამ ძირითადად მან გაზარდა ოლივია და ახლა მეორე შვილსაც ზრდის. როგორი დაღლილიც უნდა იყოს კონცერტის შემდეგ, ღამეს არაფრით გაათევს სასტუმროში, ჩაჯდება თვითმფრინავში და იმავე ღამეს ჩამოფრინდება, რომ შვილებს ჩაეხუტოს. ადრე დგება, აცმევს, აჭმევს, უცვლის, აძინებს...

ქეთა თოფურია ქალიშვილის ცეკვის კადრებს აქვეყნებს - ადამი ყველაზე აქტიური გულშემატკივარია...
4 წელი ვაშენებდით ამ სახლს. ხელოსნებმა გამაგიჟეს, არადა ჩემი ქმარი პედანტია და მაქსიმუმს ითხოვდა... ოცნება ავისრულე და ეგზოტიკური ცხოველები მოვიყვანე, მაგრამ ბავშვებს ეშინიათ... - ქეთა თოფურია ახალ სახლზე და ქმრის პედანტიზმზე ალაპარაკდა
არასოდეს გვიჭირდა, ფული ყოველთვის გვქონდა... ერთხელ მამამ ასდოლარიანი მაჩუქა, ბავშვებს კევები უყიდეო... - ქეთა თოფურია ბავშვობაზე, ქმრის ნაჩუქარ ძვირფას საჩუქრებზე და 3 ძიძაზე