2025 წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია ჩანიშნული. პარალელურად, სოციალურ ქსელებში, მშობელთა ჯგუფებში წერენ, რომ 3 ოქტომბრის დასვენების დღედ გამოცხადება იგეგმება იმისათვის, რომ მოქალაქეებმა სხვადასხვა რეგიონში ჩასვლა მოასწრონ, სკოლებმა და ბაღებმა კი საარჩევნო უბნებად მოწყობა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად მთავრობის ადმინისტრაციას მივმართეთ. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და 3 ოქტომბერი სამუშაო დღეა.
შესაბამისად, აღნიშნულ დღეს სკოლები, ბაღები და სხვადასხვა საჯარო დაწესებულება ჩვეულებრივ იმუშავებს.
თამარ იაკობაშვილი