ვის მოუწევს პირადობის მოწმობის შეცვლა და როდის დასრულდება უფასოდ გაცემის აქცია - დეტალები - მშობლები

ვის მოუწევს პირადობის მოწმობის შეცვლა და როდის დასრულდება უფასოდ გაცემის აქცია - დეტალები

2025-10-01 10:25:49+04:00

მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული, არაელექტრონული, ლამინირებული პირადობის მოწმობები გაუქმდა. შესაბამისად, თუ მსგავსი პირადობის მოწმობები ისევ გაქვთ, მათ გამოყენებას ვეღარ შეძლებთ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქეებს კვლავ უსასყიდლოდ შეუძლიათ, ის პირადობის ელექტრონული მოწმობით, ID ბარათით ჩაანაცვლონ.

როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გვითხრეს, იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული, ლამინირებული პირადობის მოწმობები აქვთ, ახალი ID ბარათების უფასოდ გაცემა ისევ მიმდინარეობს და აქციის დასრულების კონკრეტული ვადა ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

შეგახსენებთ, რომ პირადობის მოწმობის დამზადებას, სტანდარტულად, 10 სამუშაო დღე სჭირდება. შესაკვეთად კი შეგიძლიათ, მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლებს მიმართოთ.

თამარ იაკობაშვილი