თანამედროვე რეალობაში, სადაც არამარტო ერთმანეთის მოსმენა, არამედ საკუთარი თავის გაგებაც კი ხშირად გადაულახავ ბარიერს წარმოადგენს, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა უპრეცედენტო მნიშვნელობას იძენს. ტარა პორტერის გამორჩეული წიგნი „ჩემი არ გესმით“ სწორედ ის წიგნია, რომელიც ადამიანის, როგორც ინდივიდის, ფსიქოლოგიურ სიღრმეებში ჩაგახედებს და საკუთარ თავთან დიალოგს გასწავლის.
ეს შესანიშნავი წიგნი კი გამომცემლობა პალიტრა L-მა გამოსცა თავის ცნობილ სერიაში „ლიბერთინსი“. სერიაში, რომელიც სპეციალურად თინეიჯერებისათვის შეიქმნა და რომელიც აერთიანებს თანამედროვე მხატვრულ და არამხატვრულ ლიტერატურას.
ეს წიგნი მხოლოდ მოზარდებისთვის არ გახლავთ დაწერილი – ის უნივერსალური სახელმძღვანელოა, რომელიც თანაბრად სასარგებლოა მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც საკუთარ ემოციურ სამყაროში ორიენტირებას ცდილობს და ცდილობს ესმოდეს სხვების.
დოქტორი ტარა პორტერი ბრიტანელი კლინიკური ფსიქოლოგია, რომელიც მრავალი წელია მოზარდებთან თანამშრომლობს. მისი ნაშრომი მშრალი თეორიული მასალა არ არის – ის შედგება რეალური ისტორიებისგან, ავთენტური გამოცდილებებისა და დიალოგებისგან, რომლებიც ავტორმა საკუთარ პროფესიულ პრაქტიკაში დააგროვა. როგორც პორტერი ხაზგასმით აღნიშნავს, ყველა მოყოლილი ისტორია ნამდვილია, მხოლოდ ანონიმურობის დაცვის მიზნით შეცვალა სახელები. სწორედ ეს ავთენტურობა ქმნის წიგნისა და მკითხველს შორის ნდობას და კითხვის პროცესი ერთგვარ საუბრის თერაპიად გარდაიქმნება.
ბევრი მოზარდი, რომელი წიგნს გაეცნო, აღნიშნავს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვიღაცამ ზუსტად და გასაგებად გაამჟღავნა ის გრძნობები, რომლებზეც თავად ვერ საუბრობდნენ. მკითხველები ხაზს უსვამენ, რომ წიგნი არ შემოიფარგლება მხოლოდ პრობლემების იდენტიფიცირებით – ის პრაქტიკულ გზებსა და მეთოდებსაც გვთავაზობს, თუ როგორ უნდა მივუდგეთ მათ, როგორ გადავლახოთ ჩვენი ფარული შფოთვები.
„ჩემი არ გესმით“ ერთგვარი დიალოგია საკუთარ მესთან. იგი გვეხმარება ღრმად დავფიქრდეთ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:
ამ და მრავალი სხვა თემის წინ წამოწევით, წერის უშუალო და მარტივი მანერით ტარა პორტერი მკითხველს შიგაგანი სამყაროს გაცნობის ბილიკებზე მიუყვება.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნი პირველ რიგში ახალგაზრდებისთვის არის გაანგარიშებული, მშობლებისთვის ის განსაკუთრებულად ღირებულ გზამკვლევს წარმოადგენს. წიგნში ნათლად ჩანს, თუ როგორ აღიქვამენ მოზარდები გარემომცველ სამყაროს, რას გრძნობენ ოჯახურ გარემოში და სასკოლო კონტექსტში, როგორ მოქმედებს მათზე სოციალური ქსელების ზეწოლა და კონკურენციის მუდმივი წნეხი. მშობელმა ამ წიგნის მეშვეობით შეიძლება პირველად მოისმინოს საკუთარი შვილის ავთენტური ხმა – ის ღია და გულწრფელი გრძნობები, რომელთაც რეალურ საუბარში ხშირად მალავენ.
წიგნი ასევე საუკეთესო სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც ფსიქოლოგიური საკითხებით ინტერესდება. პორტერი წარმოაჩენს, თუ როგორ უნდა მივუდგეთ რთულ ემოციურ სიტუაციებს, როგორ ავიცილოთ სტიგმატიზება და როგორ ვიყოთ ემფატურები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც განათლების, სოციალური მუშაობის ან ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სფეროში მუშაობს.
თუკი ფიქრობ, რომ სამყაროში მარტო ხარ და შენი არავის ესმის, თუკი ირგვლივ წყვდიადია და გამოსავალს ვერ ხედავ ეს წიგნი შენი საიმედო გზამკვლევი იქნება. თუ მშობელი ბრძანდებით – ის დაგეხმარებათ შვილის სამყაროს უკეთ შეცნობაში და მასთან უფრო ღრმა კავშირის დამყარებაში.
და ბოლოს – ეს არის წიგნი, რომელიც ყველას გვაგრძნობინებს: შენ მარტო არ ხარ, და ყოველთვის არსებობს გზა საკუთარი შინაგანი ხმის მოსასმენად და გასაგებად.
R