როგორც ცნობილია, მომღერლისა და მსახიობის სელენა გომესის ქორწილი 27 სექტემბერს შედგა. მრავალწლიანი დრამების შემდეგ სელენა გათხოვდა.ცნობილია, რომ ის წლები ჯასტინ ბიბერზე იყო შეყვარებული და როცა წყვილი ერთმანეთს დაშორდა, საკმაოდ დიდხანს იტანჯებოდა დეპრესიით. მერე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ოპერაციებიც დასჭირდა და რთული წლები გამოიარა. თუმცა ბოლო პერიოდში აღმასვლას განიცდის. სამსახიობო კარიერაც საკმაოდ წარმატებული იყო - "ოსკარზე" წარდგენილ ფილმში ითამაშა, პირად ცხოვრებაშიც ბედმა გაუღიმა.
სელენა და ბენი ბლანკო წლებია იცნობენ ერთმანეთს. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა სელენა ბიბერთან იყო რომანტიკულ ურთიერთობაში. ეს წლები სელენა პროდიუსერ ბლანკოსთან ძალიან მეგობრობდა და თანამშრომლობდა. 2023 წელს კი მათ გაამხილეს, რომ რომანი ჰქონდათ. მას მერე ყველა ელოდა წყვილის დაქორწინებას.
ბოლოს და ბოლოს, მათ 27 სექტემბერს იქორწინეს.ცერემონია სანტა ბარბარას ოლქში, მონტესიტოში, კერძო მამულში გაიმართა. ზეიმზე დამსწრე მრავალ ცნობილ სტუმარს შორის პაპარაცებმა პოლ რადი, სტივ მარტინი და მარტინ შორტი, ასევე ტეილორ სვიფტი და პერის ჰილტონი შენიშნეს. სელენას და ბენის Ralph Lauren-ის სამოსი ეცვათ და თავად გააზიარეს ზეიმის პირველი ფოტოები, რადგან ქორწილი საიდუმლო ატმოსფეროში გაიმართა და სტუმრებს სთხოვეს, სოციალურ ქსელში არაფერი გამოექვეყნებინათ.
ამიტომ, აქამდე ოფიციალური ფოტოები არ არსებობდა. ახლა კი თავად გამოაქვეყნა ქორწილის ფოტოები, საიდანაც ჩანს, რომ ცერემონია ბაღში გაიმართა, წყვილის საყვარელი კერძებით. 33 წლის პატარძალმა სამჯერ გამოიცვალა რალფ ლორენის საპატარძლო კაბები. 37 წლის სიძეც ამავე დიზაინერის სამოსში იყო გამოწყობილი. წვეულებას ამშვენებდა მოკრძალებული ტორტი და სელენას თაიგულიც უბრალო და ნაზი ეჭირა.