ბევრი ქალი ცდილობს იყოს „იდეალური დედა“: მოზომოს შვილთან ყველა სიტყვა, აჭამოს მხოლოდ ჯანმრთელი საკვები, ატაროს მრავალ წრეზე და დაუსრულებლად კითხულობს აღზრდის შესახებ ლიტერატურას. თუ ჭუჭყიან ჭურჭელს ან დივნის ქვეშ დაგროვილ მტვერს შეიძლება კიდევ შეურიგდეს, საკუთარ თავს ვერ აპატიებს შეცდომებს ბავშვის აღზრდაში.
პარადოქსია, მაგრამ „იდეალური დედობა“ საზიანოა როგორც ბავშვისთვის, ისე თვითონ დედისთვის. სპეციალისტები ასახელებენ 6 მიზეზს, თუ რატომ არ ღირს ამისკენ სწრაფვა.
მიზეზი №1. უარყოფითი ემოციების მუდმივი დამალვა
თუ მშობელი მალავს ნეგატიურ ემოციებს და სულ ცდილობს პოზიტიურად გამოიყურებოდეს, ეს აზიანებს როგორც მის, ისე ბავშვის ფსიქიკას. ტორონტოს უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევამ აჩვენა, რომ ასეთმა მიდგომამ მშობლებს თვითშეფასება დაუქვეითა და ოჯახური ურთიერთობები გააუარესა.
მიზეზი №2. პირადი ცხოვრების დავიწყება
ხშირად იდეალურობისკენ სწრაფვა დაბალი თვითშეფასების შედეგია. ასეთ დროს დედა საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას ბავშვის მეშვეობით ცდილობს. შედეგად, ბავშვი ხდება „პროექტი“, რომელმაც ყოველთვის საუკეთესო შედეგები უნდა აჩვენოს. ხოლო დედა, რომელიც სრულად უძღვნის თავს შვილს და უარს ამბობს საკუთარ ინტერესებზე, უფრო და უფრო გაღიზიანებული ხდება. ეს კი ხშირად ოჯახურ კონფლიქტს და იმედგაცრუებას იწვევს.
მიზეზი №3. საკუთარ თავში დაურწმუნებლობა
„ყველაფერი სწორად გავაკეთე? ხომ არ შეიძლებოდა უკეთ?“ — ასეთი ფიქრები დედას მუდმივ მშფოთვარე მდგომარეობაში ამყოფებს. ბავშვი კი ძალიან ადვილად გრძნობს მშობლის ემოციებს და თავს დამნაშავედ გრძნობს მისი ცუდი ხასიათის გამო.
მიზეზი №4. მუდმივი სტრესი და დროის დეფიციტი
„იდეალური დედა“ ყოველდღე მკაცრ გრაფიკს მიჰყვება. პატარა ცვლილება შფოთვის და გაღიზიანების მიზეზია. შედეგად, ის ვეღარ ამჩნევს ბავშვის ცხოვრების ყველაზე ნაზ და მნიშვნელოვან მომენტებს. ბავშვისთვის კი ასეთი ატმოსფერო თავდაჯერებულობის ნაკლებობას იწვევს.
მიზეზი №5. უბრალო სიხარულის დავიწყება
ასეთი დედა ყოველთვის ეძებს ნაკლს: „პირველი სიტყვა თქვა? მაგრამ რატომ არ თქვა ჯერ კიდევ წინადადება?“ მისი უკმაყოფილება მუდმივია და ოჯახური ცხოვრება რბოლას ემსგავსება. ბავშვიც ვერ სწავლობს უბრალო ბედნიერების დაფასებას.
მიზეზი №6. შვილისთვის შეცდომის შიში
ბავშვი მაინც დაუშვებს შეცდომებს, მაგრამ მათი გადალახვის უნარი არ ექნება, რადგან დედისგან მაგალითი არ ჰქონია. ასეთ გარემოში ბავშვი იზრდება შიშით, რომ რამე არ შეეშალოს, ინიციატივის გარეშე და საკუთარი ძალების რწმენა ვეღარ უყალიბდება.