როდიდან გამოიდარებს საქართველოში - ამინდის პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან - მშობლები

როდიდან გამოიდარებს საქართველოში - ამინდის პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან

2025-10-02 12:00:31+04:00

ხვალიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, ხათუნა ქოქოსაძემ გვითხრა:

"წვიმიანი ამინდი დასავლეთ საქართველოში დღესაც შენარჩუნდება. ხვალიდან კი გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა მცირე, ხანმოკლე ხასიათის წვიმა ხვალაც შენარჩუნდება და დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. 7 ოქტომბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისშიც 7 ოქტომბრის ჩათვლით უნალექო ამინდს ველოდებით. 8 ოქტომბრის მეორე ნახევრიდან, ასევე 9 ოქტომბერს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 8 და 9 ოქტომბერს ასევე წვიმაა ნავარაუდევი.

დასავლეთ საქართველოში, 3 და 4 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. 5 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან 11 ოქტომბრამდე დროგამოშვებით ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი.

ტემპერატურა მიმდინარე დღეებში მოიმატებს. 4 ოქტომბერს ყველაზე მაღალი ტემპერატურა იქნება. დასავლეთ საქართველოში, დაახლოებით, +28, +29 გრადუსამდეც მოიმატებს. 5 ოქტომბრიდან კი ტემპერატურა შედარებით კვლავ დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში 4-დან +23, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, 6-7 ოქტომბერს შეიძლება, +27 გრადუსიც იყო.

თბილისში, როგორც აღვნიშნეთ, დღეს და ხვალ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა, დაახლოებით, +18 გრადუსამდეა. ტემპერატურა 4 და 5 ოქტომბერს +23, +24 გრადუსამდე მოიმატებს, 6 ოქტომბერს კი +26 გრადუსამდე გაიზრდება.

ზოგადად, ოქტომბრის თვის საშუალო ტემპერატურა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან შედარებით, 1 გრადუსით ცივი იქნება. ცოტა უფრო გრილი ოქტომბერი გვექნება. ნალექები ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში." - ამბობს ხათუნა ქოქოსაძე.

თამარ იაკობაშვილი