მთავრობის დადგენილებით, 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა - მშობლები

მთავრობის დადგენილებით, 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა

2025-10-02 12:08:21+04:00

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციული ორგანოებში დასაქმებულთათვის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა.

დოკუმენტს ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აწერს.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში გადავამოწმეთ, სადაც აღნიშნეს, რომ 3 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადება არ იგეგმებოდა.

2025-2026 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი - რომელ დღეებში დაისვენებენ მოსწავლეები
დაბრუნდება თუ არა სკოლაში ფორმები და აქვს თუ არა სკოლას უფლება, მოსწავლე ჩაცმის გამო გარიცხოს - დეტალები