2026 წლის 1-ლი იანვრიდან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების ანაზღაურება 10%-ით ისევ გაიზრდება. აღნიშნულს ითვალისწინებს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი, რომელიც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე ასახულია.
აღნიშნულის ფარგლებში იზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოც, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მთლიანად პარლამენტის წევრების ხელფასი.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, რამდენი იქნება თანამდებობის პირების და მათ შორის, პარლამენტის წევრების ხელფასი 2026 წელს:
[შენიშვნა: გაანგარიშება გაკეთებულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული საბაზო ხელფასის მიხედვით]