"ასე შენახული ყველი ზედმეტად არ დამარილდება" - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ყველის შენახვის ყველაზე სწორ და მარტივ ხერხებს გვიზიარებს - მშობლები

"ასე შენახული ყველი რაც არ უნდა ძლიერ მარილწყალში ჩადოთ, ზედმეტად არ გადამარილდება" - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ყველის შენახვის ყველაზე სწორ და მარტივ ხერხებს გვიზიარებს

2025-10-02 15:11:23+04:00

ყველის ექსპერტი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე გამომწერებს ყველის შენახვის ყველაზე სწორ და მარტივ ხერხებს უზიარებს. ეს რეკომენდაციები გადაცემათა ციკლში „ყველაფერი ყველის შესახებ“ მომზადდა და სოციალურ ქსელში განთავსდა.

სპეციალისტი საუბრობს როგორც სულგუნის, ასევე იმერული სახეობის ყველის შენახვაზე.

როგორ შევინახოთ სულგუნი სახლის პირობებში

"სულგუნს არ უხდება მარილწყალი. მეგრელი არასდროს ინახავდა სულგუნს მარილწყალში, დერგში დებდა და მარილს აყრიდა.

სულგუნს არ უხდება მაცივარში ყოფნა. საშინლად უცვლის გემოს, ფერს და ვიზუალს, არ უხდება წარამარა ჭურჭლიდან ამოღება. მკაცრად და განსაზღვრულად ჩადეთ ემალის ან კერამიკულ ჭურჭელში. ჭურჭლის ფსკერზე მოაყარეთ მარილი, შემდეგ ჩადეთ სულგუნი და ზემოდანაც მოაყარეთ მარილი. ასე შეინახეთ და მხოლოდ გამოყენების წინ ამოიღეთ ჭურჭლიდან, მოჭერით იმდენი, რამდენიც გჭირდებათ და ისევ დააბრუნეთ ჭურჭელში.

ხშირად ნუ მოხდით თავს, სულგუნს არ უყვარს ჰერის ხშირად მოხვედრა.

როგორ შევინახოთ იმერული ყველი

თუ გვაქვს ახალი ამოყვანილი, წინა დღეს გაციებული და გაწურული ყველი, დაიდოს სუფთა ზედაპირზე (დაფა მაგიდა , ტაბაკა)
ზედაპირზე მოვაყაროთ მარილი ( არც ძალიან მსხვილი და არც ძალიან წვრილი).
დავტოვოთ 12–24 საათი, გადავატრიალოთ 2-3 ჯერშემოადნეს..
ამ პერიოდში ზედაპირი იკუმშება, „კანი“ მაგრდება და ყველა ჭრილი იხურება. მარცვლებს შორის არის არხები, საიდანაც მარილწყალი გულამდე აღწევს.გარედან შემარილებული ყველი დაცულია გადამარილებისგან, რაც არ უნდა ძლიერ მარილწყალში ჩადოთ, ზედმეტად არ გადამარილდება.
..

როგორ ხდება გრძელვადიანი შენახვა?

მოვამზადოთ 18–20%-იანი მარილწყალი
(ანუ 1 ლიტრ წყალში ~180–200 გ მარილი).
წყალი ადუღებული და გაცივებული უნდა იყოს, რომ მიკრობები არ გამრავლდეს. დავამატოთ 50 გრამი ვაშლის ძმარი, ორი კოვზი შაქარი ან თაფლი და
ყველი ჩავდოთ ისე, რომ მთლიანად დაფაროს მარილწყალმა . უმჯობესია ტივტივებდეს .
პირველ დღეებში (2–3 დღე) მარილწყალი შეიძლება უფრო ძლიერი იყოს (20–22%), შემდეგ უკვე გადაიტანო უფრო სუსტ (16–18%) მარილწყალში.
შენახვა
სიგრილეში (10–15°C), სჯობს მაცივარში ან სარდაფში.
მარილწყალი პერიოდულად (კვირაში ერთხელ მაინც) გადაამოწმეთ.თუ დაიბინდა ან ნადები გაუჩნდა, გადაწურეთ და ახლით ჩაანაცვლეთ.თუმცა შეიძლება პასტერიზაცია - მიიყვანეთ დუღილამდე , გააცივეთ..
მარილწყალი სულ გრილი და კამკამა უნდა იყოს.
ასე ყველი შეგიძლიათ რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე შეინახოთ, გააჩნია გარემოს ტემპერატურასა და მარილის ხარისხს.( იოდიზირებულს არ გირჩევთ )
შედეგად კანი მყარია და ყველი არ იფშვნება. შიგნიდანაც თანაბრად მარილიანი და უსაფრთხოა. დიდი პარტიისთვის განსაკუთრებით კარგია, რადგან ნაკლებია გაფუჭების რისკი.

ჭყინტი ყველი უფრო სასარგებლოა თუ სულგუნი? - მარი მალაზონიას განმარტება ყველის შესახებ
მტერს, რაც იმერული ყველის მისაღებად ხდება. ყველანაირი უბედურებაა შიგნით გამოყენებული - ყველის ხარისხის საგანგაშო მდგომარეობის შესახებ სპეციალისტი საუბრობს
საქართველოში ყველის დამზადება ირანული რძისგან დაიწყეს: ასე უფრო მომგებიანია ბევრი კომპანიისათვის