"ასე შენახული ყველი ზედმეტად არ დამარილდება" - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ყველის შენახვის ყველაზე სწორ და მარტივ ხერხებს გვიზიარებს - მშობლები

"ასე შენახული ყველი ზედმეტად არ დამარილდება" - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ყველის შენახვის ყველაზე სწორ და მარტივ ხერხებს გვიზიარებს

2025-10-02 15:11:23+04:00

ყველის ექსპერტი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე გამომწერებს ყველის შენახვის ყველაზე სწორ და მარტივ ხერხებს უზიარებს. ეს რეკომენდაციები გადაცემათა ციკლში „ყველაფერი ყველის შესახებ“ მომზადდა და სოციალურ ქსელში განთავსდა.

სპეციალისტი საუბრობს როგორც სულგუნის, ასევე იმერული სახეობის ყველის შენახვაზე.

როგორ შევინახოთ სულგუნი სახლის პირობებში

"სულგუნს არ უხდება მარილწყალი. მეგრელი არასდროს ინახავდა სულგუნს მარილწყალში, დერგში დებდა და მარილს აყრიდა.

სულგუნს არ უხდება მაცივარში ყოფნა. საშინლად უცვლის გემოს, ფერს და ვიზუალს, არ უხდება წარამარა ჭურჭლიდან ამოღება. მკაცრად და განსაზღვრულად ჩადეთ ემალის ან კერამიკულ ჭურჭელში. ჭურჭლის ფსკერზე მოაყარეთ მარილი, შემდეგ ჩადეთ სულგუნი და ზემოდანაც მოაყარეთ მარილი. ასე შეინახეთ და მხოლოდ გამოყენების წინ ამოიღეთ ჭურჭლიდან, მოჭერით იმდენი, რამდენიც გჭირდებათ და ისევ დააბრუნეთ ჭურჭელში.

ხშირად ნუ მოხდით თავს, სულგუნს არ უყვარს ჰერის ხშირად მოხვედრა.

როგორ შევინახოთ იმერული ყველი

თუ შეგხვდათ ჭყინტი ყველი, რომელიც თქვენს ხელში უნდა მოხდეს მისი დამარილება, გირჩევთ, გარედან შეამარილოთ, უხეში მარილი შემოაყაროთ, ანუ შეფუთოთ მარილში. ამით კარგად შემაგრდება, შეიკრავს პირს და როცა მარილწყალში ჩადებთ, სიღრმემდე არ ჩააღწევს და ძალიან არ გადამარილდება.

განსხვავებით სულგუნისგან, იმერულ ყველს მაცივარი უყვარს." - ამბობს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

ჭყინტი ყველი უფრო სასარგებლოა თუ სულგუნი? - მარი მალაზონიას განმარტება ყველის შესახებ
მტერს, რაც იმერული ყველის მისაღებად ხდება. ყველანაირი უბედურებაა შიგნით გამოყენებული - ყველის ხარისხის საგანგაშო მდგომარეობის შესახებ სპეციალისტი საუბრობს
საქართველოში ყველის დამზადება ირანული რძისგან დაიწყეს: ასე უფრო მომგებიანია ბევრი კომპანიისათვის