სოფი ლორენი მარიამისა და კარლოს ხელმოწერის ცერემონიაზე - "უკვე ოფიციალურად ცოლ-ქმარი ვართ..." - მშობლები

სოფი ლორენი მარიამისა და კარლოს ხელმოწერის ცერემონიაზე - "უკვე ოფიციალურად ცოლ-ქმარი ვართ..."

2025-10-02 19:20:58+04:00

მარიამ შარმანაშვილმა და კარლო პონტიმ ხელი მოაწერეს და უკვე ოფიციალურად ცოლი და ქმარი არიან. კადრები ცერემონიიდან მარიამმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. რასაკვირველია, მას მარიამის ვაჟიც ესწრებოდა. ასევე, ცნობილი დედამთილი - 91 წლის სოფია ლორენი, რომელმაც ქართულ ქორწილში ჩამოსვლა ვერ შეძლო და ვიდეომიმართვით ჩაერთო წყვილს.

marigold-georgia-1-1759474790.heic

marigold-georgia-1759474790.heicmarigold-georgia-6-1759474790.heicmarigold-georgia-5-1759474790.heicmarigold-georgia-4-1759474790.heicmarigold-georgia-3-1759474790.heicmarigold-georgia-2-1759474790.heic

mariam-1759418536.png

მარიამმა და კარლომ საქართველოში დაიწერეს ჯვარი და დიდი ქორწილიც გადაიხადეს, ხელმოწერის ცერემონიას კი მოგვიანებით ჟენევაში გეგმავდნენ. თაფლობისთვე წყვილმა, მარიამის ვაჟთან ერთად, პარიზში გაატარა. მას მერე, პერიოდულად ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მარიამმა აღნიშნა, რომ კარლოს დატვირთული გრაფიკიდან და გასტროლებიდან გამომდინარე, ხშირად უწევთ ასე, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება, თუმცა მისი აზრით, ეს წყვილისთვის კარგიც კია.

როგორი დედამთილია სოფი ლორენი და რატომ ცხოვრობენ ცალ-ცალკე მარიამი და კარლო - მარიამ შარმანაშვილის გულახდილი პასუხები