მარიამ შარმანაშვილმა და კარლო პონტიმ ხელი მოაწერეს და უკვე ოფიციალურად ცოლი და ქმარი არიან. კადრები ცერემონიიდან მარიამმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. რასაკვირველია, მას მარიამის ვაჟიც ესწრებოდა.
მარიამმა და კარლომ საქართველოში დაიწერეს ჯვარი და დიდი ქორწილიც გადაიხადეს, ხელმოწერის ცერემონიას კი მოგვიანებით ჟენევაში გეგმავდნენ. თაფლობისთვე წყვილმა, მარიამის ვაჟთან ერთად, პარიზში გაატარა. მას მერე, პერიოდულად ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მარიამმა აღნიშნა, რომ კარლოს დატვირთული გრაფიკიდან და გასტროლებიდან გამომდინარე, ხშირად უწევთ ასე, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება, თუმცა მისი აზრით, ეს წყვილისთვის კარგიც კია.