ქალები თანდათან სულ უფრო ხშირად იმკვიდრებენ თავს იმ პროფესიებში, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ მამაკაცებთან ასოცირდებოდა. დღეს კიდევ ერთ ასეთ პრეცედენტზე ვისაუბრებთ. მარიამ გურგენიშვილი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც გემის მექანიკოსის რთული, საპასუხისმგებლო პროფესია აირჩია და წარმატებით ართმევს თავს. გემის მექანიკოსობა არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას, არამედ სიძლიერეს, გამბედაობასა და მუდმივ სიფრთხილეს მოითხოვს. მარიამი ყველა საჭირო უნარს სრულყოფილად ფლობს.
- ოჯახის წევრი მყავდა გემის მექანიკოსი და როცა ის მიყვებოდა თავისი პროფესიის შესახებ, ზუსტად მაშინ გადავწყვიტე, რომ მეც გემის მექანიკოსი გამოვსულიყავი. დაახლოებით 13 წლის ასაკიდან დავისახე მიზნად ეს პროფესია… თავიდანვე საინტერესოდ მიმაჩნდა და ასეც აღმოჩნდა.
- რა თქმა უნდა, უკვირთ. ეს ალბათ ჩემი გარეგნობიდან და აღნაგობიდან გამომდინარეც არის. ყველას ფრენბურთელი, კალათბურთელი ან მოდელი ვგონივარ. ან უბრალოდ უნდათ, რომ ვიყო.
- არასდროს მდომებია პირველობა. როცა ამ პროფესიის დაუფლება გადავწყვიტე და მობილობით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გადავედი, იმედი მქონდა, გოგონებიც იქნებოდნენ ფაკულტეტზე, მაგრამ იქ გავიგე, რომ პირველი მომავალი ქალი მექანიკოსი ვიყავი და ჩემამდე ჯერ არავის ჩაუბარებია. არ მინდა პირველი ვიყო, მაგრამ ამ ფაქტს არაფერი ეშველება. თუმცა, იმედი მაქვს, „ერთადერთად“ არ დავრჩები და კიდევ ჩააბარებენ გოგონები ამ სპეციალობაზე.
- გემის მექანიკოსის მოვალეობა გემის მწყობრში მოყვანა და მისი გამართულობაა.
როცა შენი პროფესიის შესახებ ცოდნა გაქვს, როცა იცი, რა როგორ უნდა გააკეთო, ყველაფერი ადვილია. ასე რომ, ვფიქრობ, რა შეიძლება სირთულედ ჩაითვალოს... ალბათ მხოლოდ ზოგიერთი ადამიანის დამოკიდებულება ჩემ მიმართ.
- როგორც ქალისთვის, ასევე კაცისთვის საკმაოდ რთულია. ვერ ვიტყვი, რომ ია-ვარდით მოფენილი გზა გავიარე. ან ვინმეს როდისმე გაუვლია ასეთი გზა? არ მგონია. შორს ხარ ყველასა და ყველაფრისგან. გიწევს შტორმებში ყოფნა, საკმაოდ მძიმე შრომა, ამიტომ ძალიან შრომისმოყვარე და ფსიქოლოგიურად მტკიცე უნდა იყო.
- დიახ, ყოველდღიურად ვაწყდები ამ პრობლემას, ძირითადად, სოციალურ ქსელში. თუმცა, გემზეც გამოერევა ხოლმე ერთი-ორი ადამიანი, ვისაც უნდობლობა აქვს ჩემს მიმართ, რადგან ქალი ვარ. ჰგონიათ, ვერ შევძლებ. მე ყოველდღიურად ვამტკიცებ, რომ ქალებისთვის და არა მარტო ქალისთვის, შეუძლებელი არაფერია.
- რუტინული ცხოვრება გვაქვს გემზე… ვმუშაობთ, ვჭამთ, ვიძინებთ და გრძელდება ასე... გრაფიკს რაც შეეხება, პორტში თუ ვარ, 08:00-დან 17:00 საათამდე ვმუშაობ, ხოლო თუ გზაში ვარ, ვახტას ვიცავ ოთხ-ოთხი საათი. რა თქმა უნდა, ხშირად ხდება, რომ უფრო მეტ საათსაც ვმუშაობთ, ეს ხდება ძირითადად კრიტიკულ სიტუაციებში.
- რა თქმა უნდა, საყვარელი ადამიანები, მეტი არაფერი.
- დაისახონ მიზანი და თავიანთ მიზნებს მიჰყვნენ. არ მოუსმინონ საზოგადოებას. როგორც დედაჩემი იტყოდა და მეუბნებოდა, ცხოვრებაში სიტყვა „ვერ“ არ არსებობს. თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა. მე მოვინდომე, მიზნად დავისახე და დღეს უკვე ვარ გემის მესამე მექანიკოსი და მალე მეორე მექანიკოსიც გავხდები.
- ჩემი ერთერთი და მთავარი მიზანია, გავხდე მთავარი მექანიკოსი.
მერი ბლიაძე