2025 წლის სექტემბრის ბოლოს, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ახალი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდნენ უინძორში, მათ ახალ სასახლეში, გადასვლასთან დაკავშირებით. უელსელმა წყვილმა, რომელიც შობისთვის შვილებთან ერთად იქ დასახლებას გეგმავს, ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, მოსახლეობა უკმაყოფილოა წყვილის მომავალი სახლის გარშემო უზარმაზარი "აკრძალული ზონის" დაწესებით.
არადა, უელსის პრინცი და პრინცესა აქტიურად ემზადებიან ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასასვლელად, რომელიც, როგორც ამბობენ, მათი "ოჯახის სამუდამო სახლი" უნდა გახდეს. ეს მოვლენა წყვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპია. მათ ეძლევათ შესაძლებლობა რამდენიმე რთული წლის შემდეგ, კერძოდ დედოფალ ელისაბედ II-ის დაკარგვისა და ქეითის კიბოსთან ბრძოლის შემდეგ, თავიდან დაიწყონ ცხოვრება.
სასახლის ინტერიერი განსაცვიფრებელია თავისი ავეჯით: მარმარილოს ბუხრები, თაბაშირის კარნიზები, დიდ დარბაზში შთამბეჭდავი თაღოვანი ჭერი და დიდი ფანჯრები, რომლებიც სამართლიანად ითვლება სახლის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად. ფორესტ ლოჯი მნიშვნელოვნად დიდია, ვიდრე პრინცი უილიამის ოჯახის წინა სახლი: მას აქვს რვა საძინებელი, ექვსი სველი წერტილი, ფართო მთავარი მისაღები ოთახი, ხოლო მამულში ასევე არის ჩოგბურთის კორტი და საბანკეტო დარბაზი...
სკანდალი ახალი რეზიდენციის დასაცავად მიღებულმა უსაფრთხოების ზომებმა გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს გეგმების შესაბამისად, სასახლის გარშემო დაახლოებით 150 ჰექტარი "აკრძალული ზონა" გახდება. ეს ტერიტორია გარშემორტყმული იყო მასიური ხის ღობეებით, ვიდეოთვალთვალის კამერებით და დარგული ხეებით კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად. ამ ზონაში შეჭრილ ნებისმიერ პირს, ორგანიზებული დანაშაულისა და პოლიციის შესახებ კანონის თანახმად, დაპატიმრება ემუქრება.ადგილობრივი მოსახლეობა განსაკუთრებით აღშფოთებული იყო კრენბორნ გეითთან ახლოს მდებარე უინძორის დიდ პარკში პარკირებისა და წვდომის შეზღუდვებით, რომელსაც ისინი ადრე ინტენსიურად იყენებდნენ. ბევრი ათწლეულის განმავლობაში წელიწადში 110 ფუნტს იხდიდა ამ ტერიტორიის გამოსაყენებლად და ძაღლების იქ გასასეირნებლად. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა აღიარა, რომ ეს ამბავი შოკისმომგვრელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამის შესახებ მოსახლეობამ მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე გაიგო და თან ისე, რომ ალტერნატივაც არავის შეუთავაზებია. განაგრძეთ კითხვა