არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებსაც კორპუსში ბინა ჰქონდათ ნაქირავები. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ პირველად 20-ე სართულიდან შვილი გადმოვარდა, შემდეგ დედა და ბოლოს მამაკაცი.
"02:30 საათზე მოხდა, ჯერ ბავშვი გადმოვარდა, მერე დედა და ბოლოს მამაკაცი. საშინელი ხმა იყო. დაახლოებით 17-18 წლის ბიჭი იქნებოდა. ქირით იყვნენ, ეს იმდენად მასშტაბური კომპლექსია, თითქმის ყველა ბინა გაქირავებულია, ბინიდან ჯერ პარკი გადმოვარდა, ტანსაცმელები იდო, წამებში ბავშვი გადმოჰყვა, მერე დედა და რაღაც უმნიშვნელო ინტერვალში მამაკაცი" - უყვება Ambebi.ge-ს ადგილობრივი.
კიდევ ერთი ადგილობრივი"რადიო თავისუფლებას"ეუბნება, რომ სიმაღლიდან ვარდნისას არც ერთ მათგანს არ უყვირია: