საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი IT სექტორშია - ვის რამდენი აქვს ხელფასი საქმიანობების მიხედვით - მშობლები

საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი IT სექტორშია - ვის რამდენი აქვს ხელფასი საქმიანობების მიხედვით

2025-10-04 23:01:04+04:00

საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია-კომუნიკაციის სექტორში დასაქმებულებს აქვთ. საქსტატის საწარმოთა საქმიანობის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ამ საქმიანობით დაკავებულების საშუალო თვიური ხელფასი 4 ათას ლარს აჭარბებდა. ამავე ანგარიშის მიხედვით, ყველაზე დაბალი ხელფასი ტრანსპორტისა და დასაწყობების საქმიანობით დაკავებულ ორგანიზაციებში იყო.

საშუალო თვიური ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4007.2 ლარი
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 1865.6 ლარი
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3147.4 ლარი
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 1602.2 ლარი
  • განათლება - 1680.8 ლარი
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 1627.6 ლარი
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - 2692.0 ლარი

იხილეთ სრულად