თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული 21 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია Ambebi.ge-ს გოგონას ახლობლებმა დაუდასტურეს. გოგონას სხეულის 48% დამწვარი ჰქონდა და ის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
გარდაცვლილი გოგონა მარიამ რობაქიძეა. ის აგარიდან იყო.
ძლიერი აფეთქება ლოტკინის დასახლებაში, 23 სექტემბერს, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. განაგრძეთ კითხვა