ტრაგედია დატრიალდა ლოტკინის დასახლებაში. ძლიერ აფეთქებას ემსხვერპლა 21 წლის გოგონა. შემთხვევა 23 სექტემბერს მოხდა. აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდამარიამ ლოქაბიძე.გოგონას სხეულის 48% დამწვარი ჰქონდა და ის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. 21 წლის ახალგაზრდა კლინიკაშიდღეს გარდაიცვალა.
"მარიამი აგარაში დაიბადა და გაიზარდა. შარშან შექმნა ლამაზი ოჯახი და ძალიან ბედნიერები იყვნენ. ეს ჩანს კიდეც სოციალურ ქსელში დადებული მისი ვიდეოებიდან და ფოტოებიდან. მარიამი და მისი მეუღლე თბილისში, ნაქირავებ ბინაში იყვნენ. ლოტკინზე, სადაც ეს ტრაგედია, მოხდა, ის ბინა ჰქონდათ ნაქირავები. მუშაობდნენ, როგორც ვიცი, იმ საბედისწერო დღეს მარიამი სახლში მარტო ყოფილა, შუქი აუნთია ოთახში და მაშინ აფეთქდა ბინაში გაზი....
როგორც ვიცი, გუშინ წინ კარგად იყოო. ფეხზეც გაატარეს თურმე და პალატაში გაუყვანიათ. მერე გუშინ ისევ დამძიმდა, ამბობენ ჰემოგლობინი დაუვარდა და წნევა დაეცაო. ისევ დამძიმდა და ისევ რეანიმაციაში გადაუყვანიათ. " განაგრძეთ კითხვა