შაჰ რუხ ხანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მსახიობია ინდოეთისა და მსოფლიო კინემატოგრაფიაში. მას ხშირად უწოდებენ „ბოლივუდის მეფეს“, „რომანტიკის მეფეს“ და „მეფე ხანს“. ამიერიდან კი, ყველაზე მდიდარიცაა მსოფლიოში - 1,4 მლრდ ქონებით ყველა მსახიობს გადაუსწრო, არა მხოლოდ ბოლივუდში, თვით ჰოლივუდშიც. არადა, როგორც თავად იხსენებდა, იყო დრო, ტელევიზორზე ოცნებობდა და ადრე დაობლებულს, ძალიან რთული გზის გავლა მოუწია...
1965 წლის 2 ნოემბერს დაიბადა ნიუ-დელიში, ინდოეთში მცხოვრები ირანელი მუსლიმების ოჯახში. მამა, ტაჯ მუჰამად ხანი, ადვოკატი იყო. დედა, ლატიფ ფატიმა, სოციალური მუშაკი, მაგისტრი. მისი ოჯახი პაკისტანიდან იყო წარმოშობით.
ასევე ჰყავს და: შაჰნააზ ლალარუხი, რომელიც დღესაც მასთან ახლოს ცხოვრობს მუმბაიში. მას მუდმივი მედიკამენტური დახმარება სჭირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო და ძმა ძალიან ეხმარება.
ოჯახი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა. ფუფუნების საგნები ნაკლებად ჰქონდათ და პრიორიტეტი სწავლა იყო. სამწუხაროდ, მომავალ მსახიობს ტრაგედიის გადატანაც მოუტანა ნაადრევად - 15 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა, რამდენიმე წელიწადში კი დედაც გარდაიცვალა დიაბეტის გართულებებით.
შაჰ რუხმა სკოლა ნიუ დელიში დაამთავრა, მერე კი დელის უნივერსიტეტში ჩააბარა ეკონომიკის სპეციალობით. სამაგისტრო მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობით დაასრულა, თუმცა საბოლოოდ, მსახიობის კარიერა არჩია.
დებიუტი სატელევიზიო სერიალში ჰქონდა 1980-იანი წლების ბოლოს.
კინოში კი დებიუტი 1992 წელს ჰქონდა ფილმში "Deewana", რომელმაც დიდება და აღიარება მოუტანა. შემდეგ ამას მოჰყვა ბევრი წარმატებული როლი, როგორც უარყოფითი პერსონაჟები, ასევე რომანტიკული გმირები.
14-ზე მეტი Filmfare Award (ინდოეთის "ოსკარად" აღიარებული ჯილდო) აქვს მიღებული. მიენიჭა ინდოეთის სახელმწიფოს უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოები. აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და გავლენიანი აზიელი მსახიობი მსოფლიოში და ხშირად მოხვედრილა Forbes-ის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში.
მსახიობიბის გარდა, დღეს აქვს კინოპროდიუსერული კომპანია და არის ასევე ინდური კრიკეტის ლიგის გუნდის თანამფლობელი. კვლავ მონაწილეობს ფილმებსა და რეკლამებში და როგორც ითქვა, უმდიდრესი ვარსკვლავია. აქვს სახლები და ვილები ინდოეთში და მის ფარგლებს გარეთ.
შაჰს საკმაოდ მყარი ოჯახი აქვს. მისი ცოლი გაური ინდუისტია, შაჰ რუხი კი მუსლიმია, თუმცა ამ სხვაობას მათმა სიყვარულმა გაუძლო. ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ სკოლის ასაკში შეხვდნენდა 1991 წელს იქორწინეს.
სამი შვილი ჰყავთ, რომელთაგან ერთი მსახიობია. უმცროსი 2013 წელს სუროგაციის გზით დაიბადა.
შაჰ რუხი ხშირად ამბობს, რომ ოჯახი მისთვის ცენტრალური ღირებულებაა. მიუხედავად კარიერისა, აქტიურად ატარებს დროს შვილებთან.
ის ასევე პატივს სხვა რელიგიებს.“მუსლიმი ვარ, ცოლი ინდუიზმის მიმდევრია, ბავშვებს კი ყველა რელიგიის წიგნი აქვთ სახლში – ყურანი, გიტა, ბიბლია.”