"მშობელმა მომაწოდა ფარული აუდიოჩანაწერი საბავშვო ბაღიდან... როგორ ეპყრობიან ბავშვებს, როცა არავინ უყურებთ..." - რუსკა პაპუნაშვილი საზოგადოებას აფრთხილებს - მშობლები

"მშობელმა მომაწოდა ფარული აუდიოჩანაწერი საბავშვო ბაღიდან... როგორ ეპყრობიან ბავშვებს, როცა არავინ უყურებთ..." - რუსკა პაპუნაშვილი საზოგადოებას აფრთხილებს

2025-10-06 13:50:56+04:00
"მშობელმა მომაწოდა ფარული აუდიოჩანაწერი საბავშვო ბაღიდან, როგორ ეპყრობიან მასწავლებლები ბავშვებს, როდესაც არავინ უყურებს. ამ შინაარსის გაზიარების მოტივაცია არის ის, რომ მინდა, ყველა მშობელმა საკუთარ ინტუიციას და ინსტიქტებს მოუსმინოს და დაუჯეროს" - ამბობს ვიდეომიმართვაში კონტენტ კრეატორი რუსკა პაპუნაშვილი.

რუსკა პაპუნაშვილის თქმით, ის მშობლის თხოვნით არ ამბობს, რომელ კერძო ბაღში მოხდა აღნიშნული ფაქტი.

"მეტად ენდეთ თქვენს ინსტინქტებს და ინტუიციას. აუცილებლად გაასაჯაროეთ ხოლმე მსგავსი ინფორმაცია. რაც უფრო მეტ ადამიანს ეცოდინება, რომ ასეთი რაღაცები ხდება ბაღებში, მით უფრო ყურადღებით იქნებიან. რაც უფრო ყურადღებით იქნებიან, მით უფრო მეტად იქნებიან მონდომებულები ბაღები, რომ ასეთი რაღაცები აღარ მოხდეს" - მიმართავს რუსკა პაპუნაშვილი მშობლებს.

იხილეთ ვიდეო

ბაღში მიყვანამდე ბავშვს მშობლის გარეშე ყოფნის გამოცდილება უნდა ჰქონდეს...იდეალური ასაკი 3 წელია - ფსიქოლოგის რჩევები
უბრალო გაციებაც შეიძლება იყოს გადამდები - 2 მიზეზი, რატომ არ უნდა გაუშვათ ამ დროს ბავშვი ბაღში
როგორ უნდა ჩააცვათ ბავშვს კომფორტულად საბავშვო ბაღში: რჩევები ტანსაცმლის შერჩევისთვის