სუხიშვილების მოცეკვავე და ქორეოგრაფი, ოთხი შვილის დედა და უკვე ერთი შვილიშვილის ბებიაც, თეა დარჩია, შთმბეჭდავად გამოჩნდა აქციაზე რუსთაველზე. "ასე ეროვნულ კოსტიუმში გამოწყობილი წავედი 4 ოქტომბერს, ქართველების პირველ ეროვნულ კრებაზე", - წერს თეა.
ყვითელ ეფექტურ ტრადიციულ კაბაში გამოწყობილ მოცეკვავეს უამრავი ადამიანი აყოლებდა თვალს, სოციალურ ქსელში კი მის ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
თეა აქამდეც გამოსულა ეროვნული კოსტიუმით აქციაზე და თავის სამოქალაქო პოზიციას ხშირად აფიქსირებს.
როგორც ცნობილია, თეა დარჩიას და მის მეუღლეს გუჯა მათიაშვილს ოთხი შვილი ჰყავთ. უფროსი გოგონა მარიამი ასევე სუხიშვილების მოცეკვავეა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გათხოვდა და დედაც გახდა. ასევე დაოჯახდა თეას უფროსი ვაჟი. შუათანა გოგონა მის ანსამბლში ცეკვავს და ისიც მომავალი მოცეკვავეა.
თეა ხშირად ამბობს, რომ ძიძების გარეშე გაზარდა შვილები და ძალიან ეხმარებოდა მათ აღზრდაში მეუღლე.