ახალი დიზაინის პირადობის მოწმობები დღეიდან გაიცემა - რა ეღირება და რა ინფორმაციას შეიცავს იგი პიროვნების შესახებ - მშობლები

ახალი დიზაინის პირადობის მოწმობები დღეიდან გაიცემა - რა ეღირება და რა ინფორმაციას შეიცავს იგი პიროვნების შესახებ

2025-10-06 17:17:21+04:00

განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემა იწყება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ახალ დოკუმენტებს მიიღებენ ის პირები, რომლებიც მიმდინარე წლის 6 ოქტომბრიდან გააკეთებენ განაცხადს.

ცნობისთვის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფასური (ფოტოსურათისა და საბანკო მომსახურების ცათვლით) 66 ლარს შედგენს.

უფრო კონკრეტულად, თუ როგორი იქნება ახალი დიზაინის ID ბარათი, იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ახალი დიზაინის მოწმობაზე დატანილი იქნება საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით, ერთ ფერში და საქართველოს სახელმწიფო დროშა. კერძოდ:

„მოწმობა უნდა შეიცავდეს: სახელს; გვარს; სქესს; მოქალაქეობას; დაბადების თარიღს; დაბადების ადგილს; პირად ნომერს; ფოტოსურათს; პირადი ხელმოწერის ნიმუშს; მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; მოწმობის გაცემის თარიღს; მოწმობის მოქმედების ვადას; ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს; კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს; მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number); QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა, გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია“.
მათივე ცნობით, ახალი პირადობის საფასური იგივე რჩება, ვადიანი დოკუმენტების მფლობელები კი ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით. რაც შეეხება ძველი დიზაინის მოწმობებს, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით (ბარათზე მითითებული თარიღით), კვლავ ძალაში იქნება. განაგრძეთ კითხვა
ვის მოუწევს პირადობის მოწმობის შეცვლა და როდის დასრულდება უფასოდ გაცემის აქცია - დეტალები