“სამართებლით დაუჭრია - სკოლაში არც სასწრაფო გამოუძახიათ, არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ“ - კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტში 12 წლის მო­ზარ­დი თა­ნა­ტოლ­მა დაჭ­რა - მშობლები

“სამართებლით დაუჭრია - სკოლაში არც სასწრაფო გამოუძახიათ, არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ“ - კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტში 12 წლის მო­ზარ­დი თა­ნა­ტოლ­მა დაჭ­რა

2025-10-06 21:10:45+04:00

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში 12 წლის მოზარდი თანატოლმა ბასრი იარაღით დაჭრა.

როგორც ადგილობრივები “ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში აცხადებენ, მეექვსე კლასის მოსწავლე თანატოლმა სამართებლის პირით დაჭრა. მოზარდს ნაკერები დაადეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილობრივების თქმით ფაქტი სკოლაში მოხდა. “ჩხუბი მოხდაო, ბავშვს-ბავშვი დაუჭრია სამართებლით. არ მინდა, რომ ხვალ ჩემ ბავშვს მოუვიდეს ასე. ამ ფაქტის შემდეგ გადავწყვიტე ვითხოვო დახმარება. სკოლაში არც სასწრაფო გამოუძახიათ, საერთოდ არაფერი რეაქცია არ ჰქონიათ. სკოლაში ხშირად ხდება ჩხუბი." - განაგრძეთ კითხვა

ქცევის კოდექსი სკოლებში და როგორ ისჯება მოსწავლე მისი დარღვევის გამო
როგორ სჯის ქართული სასამართლო არასრულწლოვნებს და როგორია UNICEF-ის რეკომენდაციები