"ჩემი მეუღლის 40 წლის იუბილეზე მოვნათლეთ ჩვენი მეოთხე შვილი მიხეილ რატიანი... მადლიერი ვარ უფლის, ასეთი ოჯახისთვის, მეუღლისა და შვილებისათვის. ბედნიერი ქალი ვარ..." - თამთა შედანია - მშობლები

"ჩემი მეუღლის 40 წლის იუბილეზე მოვნათლეთ ჩვენი მეოთხე შვილი მიხეილ რატიანი... მადლიერი ვარ უფლის, ასეთი ოჯახისთვის, მეუღლისა და შვილებისათვის. ბედნიერი ქალი ვარ..." - თამთა შედანია

2025-10-07 08:44:39+04:00

ცნობილი ქართველი მოდელი, ყოფილი "მის საქართველო" თამთა შედანია, რომელიც ამჟამად საკუთარ სამოდელო სტუდიას ხელმძღვანელობს, ივლისის ბოლოს მესამე შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, დიზაინერ რატი რატიანს მეორე საერთო შვილი შეეძინათ. ორივეს ჰყავს ქალიშვილები პირველი ქორწინებიდან და ორივესთვის პირველი ვაჟი გაჩნდა, რომელსაც მიხეილი (მიშკა) დაარქვეს.

26 სექტემბერს მიხეილი მოინათლა, დღეს კი თამთამ ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა ნათლობიდან, შემდეგი ტექსტით:

"26 სექტემბერი ჩემთვის განსაკუთრებული, ბედნიერი და მნიშვნელობით სავსე თარიღია.
ამ დღეს დაიბადა ჩემი სულის ნაწილი - ჩემი მეუღლე.
ზუსტად ამ დღეს, სამი წლის წინ, დავიწერეთ ჯვარი წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში.
და სწორედ ამავე დღეს, ჩემი მეუღლის 40 წლის იუბილეზე მოვნათლეთ ჩვენი მეოთხე შვილი მიხეილ რატიანი.
გულით მადლიერი ვარ უფლის, ასეთი ოჯახისთვის, მეუღლისა და შვილებისათვის.
ბედნიერი ქალი ვარ...
ეს თარიღი ჩვენ გავასამმაგეთ და მივეცით ღრმა, ღვთისშემოსილი მნიშვნელობა გავხადეთ ღმერთის სამეულის სიმბოლო ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში."
556956724-10228973342988800-2548260046000663629-n-1759812473.jpg
559114390-18531985039010446-1858864441905855667-n-1759812473.jpg559228985-18531984949010446-6615049029216063403-n-1759812474.jpg559516964-10228973341788770-5432891682153046578-n-1759812474.jpg559812229-18531985009010446-6293735662541975183-n-1759812474.jpg559917809-18531985021010446-1841910150344036511-n-1759812474.jpg560357825-18531984970010446-6048702785073800100-n-1759812474.jpg561083870-18531985087010446-2503037502752035348-n-1759812475.jpg560106897-18531984979010446-2279332450909782291-n-1759812474.jpg