ანალიზები, რომლებიც უზმოდ ყოფნას არ საჭიროებენ ან პირიქით, უზმოდ ყოფნა აუცილებელია - სპეციალისტი საუბრობს - მშობლები

ანალიზები, რომლებიც უზმოდ ყოფნას არ საჭიროებენ ან პირიქით, უზმოდ ყოფნა აუცილებელია - სპეციალისტი საუბრობს

2025-10-07 11:32:08+04:00

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ექიმი-ლაბორანტი, მარიამ ჭიპაშვილი, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, აქვეყნებს ვიდეოს და საუბრობს იმ ანალიზების შესახებ, რომელთა ჩაბარების დროს უზმოდ ყოფნა სავალდებულოა ან პირიქით, საჭირო არ არის:

ანალიზები, რომლებიც უზმოდ ყოფნას არ საჭიროებენ:

ეს ანალიზებია: ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები - TSH, Ft4, Ft3, სასქესო ჰორმონები - პროგესტერონი, ტესტოსტერონი, ესტრადიოლი, ვიტამინები - D ვიტამინი, B12 ვიტამინი.

ანალიზები, რომელთა დროსაც უზმოდ ყოფნა სავალდებულოა:

გლუკოზა, ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები, რკინა, ფერიტინი, კალიუმი და კალციუმი.

ანალიზები, რომელთა დროსაც სავალდებულო არ არის, თუმცა უზმოდ ყოფნა სასურველია:

სისხლის საერთო ანალიზი და კოაგულოგრამა.

გარდა კვებითი შეზღუდვისა, ანალიზის ჩაბარების წინ უმჯობესია, ერთი-ორი დღით ადრე ფიზიკურ დატვირთვას, ემოციურ სტრესსა და ალკოჰოლს თავი აარიდოთ.

ნებისმიერი ანალიზის ჩაბარება დღის პირველ ნახევარში უმჯობესია.

რას გვიჩვენებს სისხლის საერთო ანალიზი და რამდენ ხანში ერთხელ უნდა გაუკეთდეს ის ბავშვს?

რომელი ანალიზებია საჭირო თმის ცვენის დროს?
როგორ გავიგოთ ანალიზების გარეშე, რომელი ვიტამინები გვაკლია - ნიშნები სხეულზე, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს