ანნა სულაბერიძემ ნაადრევად გარდაცვლილი დეიდის საფლავზე ყვავილები დარგო. 14 წელი ქერდიყოშვილების ოჯახის ტრაგედიიდან - "ჩვენი ყველაზე ძლიერი ტკივილი... ჩემი დაიკო ანეტა" - მშობლები

ანნა სულაბერიძემ ნაადრევად გარდაცვლილი დეიდის საფლავზე ყვავილები დარგო. 14 წელი ქერდიყოშვილების ოჯახის ტრაგედიიდან - "ჩვენი ყველაზე ძლიერი ტკივილი... ჩემი დაიკო ანეტა"

2025-10-07 22:20:55+04:00

დღეს მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის დის, ტრაგიკულად გარდაცვლილი ანეტის გარდაცვალების დღეა. როგორც ჯანეტი წერს, 14 წელი გავიდა ამ ტრაგედიიდან. როგორც ყოველ წელს, ამჯერადაც მთელი ოჯახი შეიკრიბა დაღუპული გოგონას საფლავთან და პატარა ანა სულაბერიძემ ყვავილებიც ჩარგო დეიდის საფლავზე.

პატარა ანეტა ტრაგიკულად სწორედ იმ დღეებში გარდაიცვალა, როდესაც ჯანეტ ქერდიყოშვილი "მის საქართველო" გახდა. წლების წინ ინტერვიუში ამ ფაქტს ასე იხსენებდა მოდელი:

"კონკურსში გამარჯვებიდან მესამე დღეს ჩემს ოჯახს ჟურნალისტების მთელი არმია შემოესია. გაიგეს, რომ რუსეთის მოქალაქე ვიყავი და კომენტარს გვთხოვდნენ ამ თემასთან დაკავშირებით... ჩემს პატარა დას ვაფრთხილებდით, - ფანჯარასთან არ მიხვიდე, კარი არავის გაუღო-თქო. მესამე დღეს მე და დედა ქალაქში გავედით, ანეტასთან კი ჩემი ძმა დარჩა. თურმე ის მაღაზიაში, ტკბილეულის საყიდლად ჩასულა, ამ დროს კარზე ვიღაცას ზარი დაურეკავს და ანეტას ფანჯარაში გადაუხედავს, რომ ძმისთვის დაეძახა, მაგრამ როგორ ჩანს, წონასწორობა დაკარგა და გადმოვარდა.

kerdiqoshvili-janet-1759862321.jpg

დიდი ბედნიერების შემდეგ თავს მართლაც, ტრაგედია დაგვატყდა. ანეტა დედმამიშვილებს შორის ყველაზე პატარა იყო და ძალიან ვანებივრებდით. მისი გარდაცვალების შემდეგ "მის მსოფლიოს" კონკურსში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, მაგრამ ბოლოს, ისევ მის გამო გავემგზავრე: გავიხსენე, თუ როგორ იკეთებდა ჩემს ლენტს, რომელზეც "მის საქართველო" ეწერა; ამბობდა, - მე ვარ ანეტა ქერდიყოშვილი, "მის საქართველოო". მეკითხებოდა, - ინგლისში რომ წახვალ, ტელევიზორში ხომ გნახავო? მთხოვდა, კონკურსზე წასულს ტელეეკრანიდან მისთვის ხელი დამექნია...

დღემდე არ მჯერა, რომ ჩემი დაიკო ჩემ გვერდით აღარაა. მისი გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა ჭორი, რომ ანეტა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იყო, იმ ბავშვის მარტო დატოვება არ შეიძლებოდაო. ეს აბსურდია. ანეტა ერთ-ერთ ქართულ სკოლაში დადიოდა! ალბათ, ჭორი იმიტომ გავრცელდა, რომ ქართულად ლაპარაკი უჭირდა".

janetd-1.jpg
ჯანეტი მშობლებთან და ძმასთან ერთად

გაიცანით ლილი სულაბერიძე... - ჯანეტ ქერდიყოშვილმა და ნოე სულაბერიძემ უმცროსი ქალიშვილი გამოაჩინეს
ორი ტორტი და ორი იუბილარი - ნოე სულაბერიძემ უფროსი შვილის და სიმამრის დაბადების დღე ერთად აღნიშნა (ვიდეო)