ფსიქოლოგი და ინკლუზიის სპეციალისტი, ცირა ბარქაია, პოდკასტში "ჯანმრთელობის დღიურები” ბავშვთა გასართობი ცენტრების შესახებ საუბრობს და ამბობს, რატომაა ბავშვებისთვის ეს გარემო შეუფერებელი:
- ბავშვთა გასართობ ცენტრებში ჩვეულებრივი ღამის კლუბია ნორმალიზებული. ცხადია, ღამის კლუბის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ბავშვისთვის ღამის კლუბი შესაბამისი არ არის, ხომ? გარემო, სადაც მიკროფონში ღრიალი, მაღალ ხმაზე მუსიკა, ძალიან ბევრი მასტიმულირებელი განათება, მუდმივად შეჯიბრებაზე ორიენტირებული თამაში და მხოლოდ იუბილარი გამარჯვებული, ეს ბავშვის განმავითარებელი არ არის. ეს მისთვის ძალიან არასათანადო და შეუსაბამო გარემოა, რომელზეც შემიძლია, საათობით ვისაუბრო. ფიზიკური აქტივობა, სირბილი, თამაში, შემდეგ წიგნის კითხვა, ხატვა, ძერწვა - დღის განმავლობაში აქტივობები დაბალანსებული უნდა იყოს. ხან აქტიური, ხანაც პასიური. ძილისკენ უფრო პასიური აქტივობები.