ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ბავშვისთვის იდეალური საუზმის რეცეპტს ასახელებს:
- საუკეთესო საუზმე არის, როდესაც რაციონში აუცილებლად რომელიმე ნახშირწყალი, თუნდაც, ფაფა შედის. ასევე, პროტეინი - ეს შეიძლება, ხორცი, ხანდახან პარკოსნები იყო. საუზმის კომპონენტში ან ბოსტნეული უნდა შედიოდეს ან ხილი. ამას დედა გადაწყვეტს. ესეც ისეთი ნახშირწყლებია, რომლებიც უჯრედისს შეიცავს.
დილის ტკბილით დაწყება, თუ ის ჯანსაღ ცხიმებთან და ცილასთან იქნება დაბალანსებული, საშიში არ არის.
მაგალითად, შეგვიძლია, შევთავაზოთ ჰერკულესის ფაფა, ცოტა ავოკადო ჩავუხეხოთ, ჟოლოთი, მარწყვით ან სეზონური ხილით გავაფორმოთ. ეს ძალიან კარგია. თითქმის, ყველაფერია ის, რაც ბავშვს დილით სჭირდება და თან მსუბუქია.