"ძმები იზოლაციაში, გამოგონილი გვარებით ცხოვრობენ" - მედია პუტინისა და კაბაევას ვაჟების უახლეს ფოტოებს ავრცელებს - მშობლები

"ძმები იზოლაციაში, გამოგონილი გვარებით ცხოვრობენ" - მედია პუტინისა და კაბაევას ვაჟების უახლეს ფოტოებს ავრცელებს

2025-10-08 13:03:37+04:00

მედიებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და რუსი ცნობილი ტანმოვარჯიშის, ალინა კაბაევას ვაჟების ფოტოები პირველად გაავრცელეს.

გამოცემა agents.media-სცნობით, ბავშვები შეცვლილი გვარებით არიან რეგისტრირებულნი. ისინი პუტინის ბაბუის, სპირიდონ ივანოვიჩის სახელით სარგებლობენ და შესაბამისად, მათი გვარი სპირიდონოვია.

ივან სპირიდონოვ-პუტინი 2015 წელს შვეიცარიაში დაიბადა, ხოლო მისი ძმა - ვლადიმერ სპირიდონოვ-პუტინი 2019 წელს, მოსკოვში.

გამოცემის ინფორმაციით, “ძმები ამჟამად იზოლაციაში, ვალდაისა და სოჭში მდებარე რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციებში ცხოვრობენ“.

პუტინისა და კაბაევას ორ ვაჟზე დეტალები ჟურნალისტ რომან ბადანინისა და მიხაილ რუბინის წიგნში, სახელად “თავად მეფე“ არის დაწერილი.

განაგრძეთ კითხვა

პუტინის ქალიშვილების უცნობი ფოტოები რუსეთიდან გაქცეულმა მისმა ძველმა მეგობარმა გამოაქვეყნა
პუტინის უკანონო შვილი სოციალური ქსელიდან გაქრა - ამბობენ, რომ პუტინმა ოჯახის წევრები ციმბირის მიწისქვეშა ქალაქში, მდიდრულ ბუნკერში გადამალა
რას წერს პუტინის საიდუმლო ქალიშვილი და სად იმალება - კატეგორიულად ვემიჯნები ძალადობას... ის იმდენად შეშლილია, რომ ფაქტობრივად მთელ მსოფლიოს გამოუცხადა ომი...
72 წლის პუტინის ახალი ფავორიტი 19 წლის მოციგურავეა - გოგონას, რომელიც პუტინმა საჯაროდ დაიცვა, სულ უფრო ხშირად ხედავენ მის გვერდით