"შემომდის მუქარები სიცოცხლის მოსპობით, თითქმის არსად აღარ დავდივარ, შვილი ბაღში ჩუმად დამყავს" - 15 წლის მოზარდზე ძალადობაში ბრალდებული ხატია ვიბლიანი - მშობლები

"შემომდის მუქარები სიცოცხლის მოსპობით, თითქმის არსად აღარ დავდივარ, შვილი ბაღში ჩუმად დამყავს" - 15 წლის მოზარდზე ძალადობაში ბრალდებული ხატია ვიბლიანი

2025-10-08 21:25:15+04:00

მკლავჭიდელიხატია ვიბლიანისსაქმე, რომელიც სექტემბრის დასაწყისში არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება, რამდენიმე კვირის შემდეგ ისევ აქტუალური გახდა - სპორტსმენმა გუშინ სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ მასა და მის მცირეწლოვან შვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

ვიბლიანი წერს, რომ თავს დაუცველად და საზოგადოების აგრესიის სამიზნედ გრძნობს. ის ასევე წერს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოკადრებით საფრთხე შეექმნა მის შვილსაც:

"თავს ძალიან დაუცველად და საფრთხის ქვეშ ვგრძნობთ მე და ჩემი მცირეწლოვანი შვილი. შემომდის მუქარები სიცოცხლის მოსპობით... რაც ყველაზე შემზარავია - მუქარა მოდის არა მხოლოდ ჩემზე, არამედ ჩემს შვილზეც. ვერც დავწერ, რა სიტყვებით იმუქრებიან - ეს იმდენად საშიშია, რომ აღარც მიკვირს, რამდენი ავადმყოფი და მოძალადე ადამიანია ჩვენს ირგვლივ,“ - წერს ვიბლიანი.

მე გიჟი არ ვარ... ვარ თავმოყვარე ქალი და დედა... ჩემს ადგილას თავმოყვარე მშობელი რაღაცას გააკეთებდა - რა განაცხადა სასამართლოზე ხატია ვიბლიანმა, რომელსაც არასრულწლოვანის ცემისთვის გირაო შეუფარდეს

სპორტსმენი საზოგადოებას აკრიტიკებს იმ მიზეზით, რომ ვიდეოში ბავშვის (საუბრობს თავის შვილზე) სახე არ იყო დაფარული, რაც მისი შეფასებით, კანონდარღვევაა და ბავშვის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის:

"როცა კადრებს ავრცელებთ და ბავშვის სახეს არ ფარავთ, საფრთხის წინაშე აყენებთ ჩემს შვილს. ესეც კანონდარღვევაა, ამას არ გაგიტარებთ - აუცილებლად მოგთხოვთ პასუხს!“

ვიბლიანი ამბობს, რომ არ უარყოფს დანაშაულს და საკუთარ ქმედებას ნანობს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც საზოგადოებამ დაიჯერა:

განაგრძეთ კითხვა