ინფლუენსერი, ლანა მეტრეველი, გადაცემაში "პრაიმშოუ" ღალატის შესახებ საუბრობს, პირად მაგალითსაც იხსენებს და ჰყვება იმ ამბის შესახებაც, როდესაც მეგობარს მისი ქმრის ღალატის შესახებ გააგებინა:
- 12 წლის წინ ასეთი შემთხვევა მქონდა: ჩემი დაქალის ქმარი სხვა ქალთან ვნახე, მანქანაში იყვნენ და კოცნიდნენ ერთმანეთს. ტელეფონით გადავიღე, რომ დაქალისთვის მეჩვენებინა. იჩხუბეს. გავიდა ორი თვე და შერიგდნენ... შემდეგ მე მტერი ვიყავი. და მყავს, მისი ქმარიც რომ დავინახო, არავითარ შემთხვევაში აღარ ვიტყვი. მგონია, ქალებმა იციან, რომ ქმრები ღალატობენ და მე რატომ უნდა დავანგრიო ეს ოჯახი და მივაყენო შეურაცხყოფა?! მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ახლა 38 წლის ვარ და მივხვდი, რომ სხვის ცხოვრებაში არ უნდა ჩავერიო. ჩვენ არ ვიცით, კარი რომ იკეტება, იქ რა ხდება. ქალმა უნდა იგრძნოს, რომ კაცი ღალატობს. საპირფარეშოში რომ გარბის და ტელეფონი მიაქვს კაცს, უკვე უნდა იფიქრო, რომ რაღაც ხდება. კაცებს ტელეფონზე პაროლი რატომ აქვთ?! სახლში რომ მიდიან, ე.წ. თვითმფრინავის რეჟიმზე გადაჰყავთ ტელეფონი, ან საერთოდ რთავენ. ამას რატომ აკეთებენ?
დაქალი მყავს, რომლის ქმარიც სახლში რომ მოდის, ტელეფონს რთავს. ჩემს დაქალს შევეკითხე, ამას რატომ აკეთებს-თქო. მითხრა, სამსახურში ისე დაღლილია, არ უნდა, ვინმემ დაურეკოსო. არ მჯერა...
მეც რომ მღალატობდა ქმარი, ასე იყო. ქმრის საყვარელმა თავად დამირეკა. ორსულად ვიყავი, მეორე დღესვე გავშორდი. ორი ბინა მაქვს, მაგრამ ზოგიერთ ქალს არაფერი აქვს და არ იცის, სად წავიდეს. ძლიერი ადამიანი ვარ, წავედი და 3 თვეში უკვე სხვა კაცი ვნახე. ქალებს წასვლის ეშინიათ. ქალებს ეშინიათ, რომ მეტს ვერავის ნახავენ და მარტო დარჩებიან. მარტო არ დარჩებით. სამყაროში მილიარდი კაცია. არ უნდა იფიქრო, რომ იმ კაცის გამო ცხოვრება დამთავრდა. 10 წლის შვილი მყავს და ჩემს ყოფილ ქმარს ერთხელაც არ უნახავს. მე არ ვაჩვენებ, ურთიერთობა არ უნდა. მან ერთხელ ან ორჯერ კი არ მიღალატა, 1 წელი იმ ქალთან იყო, ჩვენი სახლიდან 20 წუთის სავალზე ბინა უქირავა და იქ ჰყავდა. ზოგჯერ მამაკაცი რომ სადმე წავა, მაგალითად მონაკოში და იქ ქალს 1 საათი შეხვდება, ეს არ არის ღალატი. ჩვენ ხომ არ გავიგებთ ამას?! ღალატი არის ის, როცა ყოველ დღე დადის და გულში ჰყავს. მამაკაცების მიმართ ნდობა აღარ მაქვს.