მომღერალი ზაზა მამალაძე გადაცემაში "დღის პოსტი" არაოფიციალური ურთიერთობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ასეთ კავშირი არ მოსწონს. მის სიტყვებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და არაერთმა ადამიანმა გააკრიტიკა, ზოგიერთი კი დაეთანხმა:
- რაღაცები შეიცვალა. ახლა ახალგაზრდებს, სანამ ურთიერთობა გაოფიციალურდება, ცალკე უნდათ ყოფნა. ეს არ მომწონს. შვილიშვილი მყავს, შეყვარებული ჰყავს, დადიან, ცალკე ცხოვრობენ. ჩემი ბიჭია და ჯანდაბას. იმ გოგონას ვუფრთხილდები. რომ გაიცნო, ამას სახელი უნდა დაარქვან. შვილიშვილს ამაზე ვესაუბრე და მითხრა, რომ ჯერ მატერიალურად უნდა მოძლიერება, რომ ოჯახი შექმნას. ამ სიტუაციას აღარ ვუღრმავდები იმიტომ, რომ არ მომწონს. ვერაფერს შევცვლი. წესების კაცი ვარ.