სულ ცოტა ხნის წინ შედგა სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს ქორწილი. დახურულ წვეულებას საკმაოდ ვიწრო წრე ესწრებოდა ადამიანების, თუმცა მათ შორის იყვნენ ვარსკვლავები, რომლებთანაც სელენა მეგობრობს - ტეილორ სვიფტი, პერის და ნიკი ჰილტონები, ზოე სალდანა, ედ შირანი და სხვები. მაგრამ რატომღაც, სტუმრებს შორის ვერ გამოინახა ადგილი მისი ძველი მეგობრისთვის, რომელმაც თავის დროზე მას საკუთარი თირკმელი დაუთმო და მოხალისე დონორად იქცა. მსახიობ ფრანსია რაისას ინტერვიუ ჩამოართვეს, სადაც ამ თემაზე კომენტარი გააკეთა:
"ვიცი, რომ თხოვდება და ძალიან მიხარია. მას აქვს ცხოვრება, უკვე მილიარდერია და მიხარია, რომ მისთვის რაღაცის გაკეთება შევძელი", - ამბობს ფრანსია და აღნიშნავს, რომ არ არის ნაწყენი მეგობარზე, რომელმაც სტუმრების სიაში არ ჩასვა. რაისამ 2017 წელს გაიღო საკუთარი თირკმელი, როცა სელენას მძიმე დაავადების გამო თირკმლის გადანერგვა დასჭირდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ორივემ საკმაოდ რთულად გადაიტანა ოპერაცია და დეპრესიაც ჰქონდათ. სელენა კი კინაღამ გადაყვა ამ ოპერაციას, რომლის დროსაც არტერია დაუზიანდა...
ოპერაციის მერე მალევე გავრცელდა ხმები, რომ მეგობრებს შორის კონფლიქტი დაიწყო და სელენას უმადურობაში ამხელდნენ. თუმცა რაისა ამბობს, რომ ეს იმისთვის არ გაუკეთებია, სამაგიეროდ რამე მიეღო. "თუ ეკლესიას დოლარს სწირავთ, ხომ არ დარეკავთ მერე და ჰკითხავთ: "აბა, რა უნდა უყოთ ჩემს დოლარს?" იმ ხმებზეც ისაუბრა, თითქოს გოგონებს შორის კონფლიქტი იმ ფაქტს მოჰყვა, რომ სელენა არ უფრთხილდებოდა თავის ჯანმრთელობას, გადანერგვის შემდეგ. ცნობილია, რომ სელენაზე ამ რთული ეტაპის მერეც არაერთხელ წერდნენ, რომ ალკოჰოლს ეტანებოდა და თამბაქოს, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის არ შეიძლებოდა.
"რასაც ახლა მეკითხებით, სისულელეა. არასდროს მსგავსი არ მითქვამს. მე სინამდვილეში არც ვიცოდი ეს ყველაფერი. იქნებ, ერთხელ განვიხილოთ ერთად ეს საკითხი", - ასე გამოეხმაურა რაისა გავრცელებულ ჭორს. ისიც დაადასტურა, რომ სწორედ სელენამ ამცნო მას, და არა ექიმებმა, რომ მისი თირკმელი გამოდგებოდა გადასანერგად. ფანების აზრით კი, ასე სელენამ საკმაო ზეწოლა მოახდინა მეგობარზე და არ დაუტოვა უარის თქმის საშუალება.
2022 წელს გოგონებს შორის კონფლიქტზე კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს საუბარი, როცა სელენამ ინტერვიუში გამოაცხადა: "ჩემი ერთადერთი მეგობარი ტეილორ სვიფტია". რაისამ მაშინ ინტერვიუს ქვეშ კომენტარიც დატოვა: "საინტერესოა..."
თუმცა ბოლო წლებში ცდილობს, უარყოს ხმები მტრობაზე და ამბობს, რომ ისინი უბრალოდ ნელ-ნელა დაშორდნენ ერთმანეთს. ფაქტია, რომ რაისა ვერც ქორწილზე მოხვდა.